Home » კულტურა » საქართველოს „კავეენის“ ნაკრებმა ე.წ. „საპრეზიდენტო კივინი“ დაიმსახურა (ვიდეო)

საქართველოს „კავეენის“ ნაკრებმა ე.წ. „საპრეზიდენტო კივინი“ დაიმსახურა (ვიდეო)

16 ივლისს ქალაქ სვეტლოგორსკში გაიმართა „კავეენის“ ტრადიციული ყოველწლიური საერთაშორისო მუსიკალურ-იუმორისტული კონკურსი „გოლოსიაში კივინ“.

სასიხარულოა, რომ ქართველმა „კავეენშიკებმა“ თავი გამოიჩინეს და შინ დაჯილდოებული დაბრუნდნენ. კერძოდ, საქართველოს „კავეენის“ ნაკრებმა ე.წ. „საპრეზიდენტო კივინი“ დაიმსახურა.

ამ ჯილდოს პირადი სიმპათიით გადასცემს ხოლმე გამორჩეულ გუნდს თავად „ამიკ“-ის პრეზიდენტი ალექსანდრე მასლიაკოვი. წელს პრეზიდენტის სიმპათია სწორედ ქართულმა გუნდმა დაიმსახურა და ძალიან გაახარა გულშემატკივრები.

„გოლოსიაში კივინზე“ სულ 27 გუნდი მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნიდან და მხოლოდ 7 პრიზი თამაშდებოდა. ქართულმა გუნდმა შეძლო ამ შვიდიდან ერთ-ერთ გამორჩეულ ჯილოდს დაუფლებოდა.

ვულოცავთ ამ დიდ მიღწევას ქართულ გუნდს და ვუსურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას ქართველ „კავეენშიკებს“.

დღეს უკვე შეგვიძლია ამ გამარჯვების ამსახველი ვიდეო ვნახოთ.

https://www.youtube.com/watch?v=CCpMZUC-NtM&feature=youtu.be

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“უნდა ვემზადოთ არჩევნებისთვის გაცილებით უფრო სერიოზულად”

„უმრავლესობის დაშლა კატეგორიულად მიუღებელია. პარტიიდან 10-15 კაცის გარიცხვა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი იყვნენ, ქვეყანას დააზიანებს“, – ...