Home » მთავარი » საქართველოს კიდევ ერთი გამარჯვება – გიორგი მელია მსოფლიო ჩემპიონია

საქართველოს კიდევ ერთი გამარჯვება – გიორგი მელია მსოფლიო ჩემპიონია

საფრანგეთში ახალგაზრდებს შორის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 96 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე 20 წლის ქართველმა სპორტსმენმა გიორგი მელიამ ოქროს მედალი მოიპოვა.  მან პირველ შეხვედრაში შვეიცარიელი დამიან ევუ ანგარიშით 4:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში იაპონელ იუტა ნარას კი 7:1 სძლია.

ნახევარფინალში მელია ამერიკელი ტრეისი ჰენკოკს შეხვდა და ანგარიშით 12:8 დაამარცხა. ფინალში ქართველმა ფალავანმა ბელარუსი სიჩევი მინიმალური ანარიშით 4:3 დაამარცხა და ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

გიორგი მელია ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საგარეო უწყება ქართველ მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოიყვანს

საქართველოს საგარეო უწყება უცხოეთიდან ქართველი მოქალაქეების ჩამოყვანას აგრძელებს. დღეს შესრულდება ათენი-თბილისის რეისი შესრულდება. მგზავრებს შორის ...