Home » პოლიტიკა » საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიცია პრეზიდენტს შეხვდა.

საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიცია პრეზიდენტს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტი   ავლაბრის რეზიდენციაში იმ ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან.  პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებიც სლოგან “დაიცავი კონსტიტუცია”-ს ირგვლივ გაერთიანდნენ,  მარგველაშილს საკუთარი პოზიცია გააცნეს. როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ,  ვენეციის კომისიამ უნდა დაინახოს, რომ ქვეყნის უზენაეს კანონის შეცვლა მხოლოდ ერთი პარტიის, უმრავლესობის ნებაზეა მორგებული და მას ხალხის ნდობა არ გააჩნია.

“საქართველოს პრეზიდენტი პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს დებს ფიცს, რომ ის არის ქვეყნის კონსტიტუციის დაცვის გარანტი და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ საკითხის განხილვა აქ. ის ფაქტი, რომ თითქოს ქვეყნის პრეზიდენტი ოპოზიციურ სპექტრთან გეგმავს რაღაც დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმას არის ხელისუფლების მოგონილი. ჩვენ ვგეგმავთ შეხვედრებს ასევე დიპლომატებთან, ვენეციის კომისიასთან და საზოგადოებასთანაც,  სადაც დაწვრილებით განვილიხილავთ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხებს”- აცხადებენ ოპოზიციაში.

ქვეყნის მთავარ კანონთან დაკავშირებით დღეს ანგარიში გამოაქვეყნა არასამთავრობო ორგანიზაციამ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა  ვენეციის კომისიაში გადასაგზავნ დოკუმენტიც გამოაქვეყნეს. ისინი აცხადებენ, რომ ახალი ცვლილებით, კერძოდ მანდატების გადანაწილებით მიღებული კანონი და პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა ქვეყანაში დემოკრატიულობას ვერ უზრუნველყოფს. მათ მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის პრობლემასა და მათი შერჩევა-დანიშვნის საკითხის მოუგვარებლობაზეც  გაამახვილეს ყურადღება.

Facebook Comments
x

Check Also

ტრამპი ხელისუფლების გადაცემის პროცესის დაწყებას დათანხმდა

დონალდ ტრამპი ხელისუფლების გადაცემის პროცესის დაწყებას დათანხმდა. მისი განცხადებით, ფედერალურმა სააგენტომ, რომელიც ხელისუფლების გადაცემის პროცესს ...