Home » მთავარი » საქართველოს კულტურის პალატამ სულხან მოლაშვილის სახელობის პრემია დააწესა

საქართველოს კულტურის პალატამ სულხან მოლაშვილის სახელობის პრემია დააწესა

იურიდიული ფაკულტეტის ყველაზე წარჩინებული კურსდამთვარებული სულხან მოლაშვილის სახელობის ყოველწლიურ პრემიას 5 000 ლარს მიიღებს.  ამ ინიციატივის შესახებ,  საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა სპეციალურად დღეს „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დავით ოქიტაშვილის თქმით, საქართველოს კულტურის პალატა აწესებს ყოველწლიურ ჯილდოს 5 000 ლარის ოდენობით და გადასცემს იმ უმაღლესი სასწავლებლის მაგისტრატურის ყველაზე წარჩინებულ კურსდამთავრებულს, სადაც სულხან მოლაშვილი სწავლობდა. კერძოდ, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ერთ წარჩინებულ მაგისტრს.

სულხან მოლაშვილის სახელის უკვდავსაყოფად კულტურის პალატა ყოველწლიურ პრემიას დააწესებს. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ამ ინიციატივის განხორციელებაში ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაგვიწევს თანადგომას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ყოველწლიურად ყველაზე წარჩინებული სტუდენტის კანდიდატურას უმაღლესი სასწავლებელი კულტურის პალატას წარუდგენს. ვფიქრობ, ეს იქნება დიდი სტიმული სტუდენტებისთვის, ყველა მათგანს მიეცემა თანასწორი შესაძლებლობა,  გახდეს ამ პრემიის ღირსეული მფლობელი”- განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ე.წ. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 23 აპრილს გაიმართება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ახალი პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია 23 აპრილს გაიმართება. საგანგებო მდგომარეობისა და მსოფლიო ...