Home » მთავარი » “საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პატივს სცემს ხალხის არჩევანს”

“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პატივს სცემს ხალხის არჩევანს”

ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი

-“გუშინ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, – ქ.ბრიუსელში, საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტისას აღმოჩნდა, რომ ნატოშიც და ევროსტრუქტურებშიც არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ საქართველოს ეკლესიის შესახებ, ხოლო თავის მხრივ, ეკლესიის წარმომადგენლებსაც რიგ თემებთან დაკავშირებით არასწორი წარმოდგენა ჰქონდათ დასავლეთის პოლიტიკასთან მიმართებაში.

მაგალითად, საქართველოში, როგორც ცნობილია, გარკვეული მარგინალური ძალები ეწინააღმდეგებიან ოჯახის, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის განმსაზღვრელი პუნქტის ჩაწერას ქვეყნის კონსტიტუციაში, იმ მოტივით, თითქოს ეს ევროინტეგრაციის პროცესს შეუშლის ხელს და აპელირებენ დასავლური სხვადასხვა სტრუქტურების მკაცრ პოზიციაზე. ბრიუსელში კი უმაღლესი დონის შეხვედრებზე, ევროპელი მაღალჩინოსნების მხრიდან ცალსახად ითქვა, რომ არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში, ზეპირ თუ წერილობით რეკომენდაციაში არასოდეს ყოფილა მინიშნებული ერთნაირსქესიანთა ქორწინების ხელშეწყობის აუცილებლობაზე. ცნობისათვის, ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში ოჯახის ცნება განისაზღვრა, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა და ეს ნორმა არის ევროკავშირის სტრუქტურებისთვის სრულიად მისაღები. რაც შეეხება ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს გაწევრიანებას, ბრიუსელიდან დაბრუნებულმა საპატრიარქოს წარმომადგენელებმა განაცხადეს, რომ ეს საკითხი საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს და თავის მხრივ მიიჩნევს, რომ უმთავრესია:

ა) საქართველო იყოს დამოუკიდებელი!

ბ) აღსდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა!

გ) ქვეყნის განვითარება მოხდეს ტრადიციული ფასეულობებისა და ღირებულებების გათვალისწინებით!

ძალიან მნიშვნელოვანი და იმედისმომცემია ის ფაქტი, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ყოველთვის, საქართველოს ისტორიის ურთულეს პერიოდებში, დღესაც საქართველოს და ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესების სადარაჯოზეა, რაც მეტწილად უზრუნველჰყოფს სწორი გეზით ქვეყნის განვითარებას, გონიერი გადაწყვეტილებების მიღებას და გლობალური გამოწვევების დაძლევას ან მათ თავიდან აცილებას!

მიმაჩნია, რომ საქართველოში მოქმედმა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, მათ შორის, უწინარესად მმართველმა პარტიამ უნდა გაითვალისწინოს ქართული ეკლესიის პოზიცია ზემოთ ნახსენები საკითხებისადმი და შესაბამისად დასახოს პრიორიტეტები, რათა ამ სულისკვეთებით წარმართოს საკუთარი პოლიტიკური მოღვაწეობა! წინააღმდეგ შემთხვევაში, არც ერთ ქართულ პოლიტიკურ ძალას არ უნდა ჰქონდეს ქართული საზოგადოების მხარდაჭერის იმედი!!!…

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

მანქანაში 3 ადამინი – ამ წესს დამატება სჭირდება, რათა სტრესს და ხარჯებს ავარიდოთ ჩვენი მოქალაქეები…

გულიკო ზუმბაძე “ლელო” -სამ სულზე მეტი ოჯახი ერთი მანქანით ქალაქგარეთ ვერ გაემგზავრება, ასეთია საგანგებო მდგომარეობის ...