Home » მთავარი » საქართველოს მიწების დამცველებო! 30-ში, 10 საათზე ქუდზე კაცი საქალაქო სასამართლოსთან!

საქართველოს მიწების დამცველებო! 30-ში, 10 საათზე ქუდზე კაცი საქალაქო სასამართლოსთან!

კახა ძაგანია
“მემარცხენე ალიანსი”

-ყურადღება! ყურადღება! ყურადღება!
“მემარცხენე ალიანსის” მოწოდება

30 მაისს, სამშაბათს 10 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო მთავარ სხდომაზე განიხილავს ცესკოს მიერ დახურულ კარს მიღმა მიღებული მოღალატეობრივი გადაწყვეტილების კანონიერებას, რითაც ცესკომ პრაქტიკულად სამშობლოს გაყიდვის უფლება აღიარა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 25 აპრილს “მემარცხენე ალიანსმა” მოამზადა სარეფერენდუმო საკითხი, რითაც უცხოელებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება იკრძალებოდა. “მემარცხენე ალიანსის” ლიდერებმა სპეციალურად შეარჩიეს ისეთი სამართლებრივი დრო, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი არ მისდგომოდა.

“მემარცხენეების” ინიციატივით ადგილობრივ არჩევნებთან ერთად ჩატარდებოდა აღნიშნული რეფერენდუმი, შესაბამისად საარჩევნო ბიულეტენს დაემატებოდა სარეფერენდუმო ერთი კითხვა “ეთანხმებით თუ არა უცხოელებზე მიწის გასხვისებას”. სამწუხაროდ პარტია “მემარცხენე ალიანსის” წარმომადგენლებს ოცდამეერთე საუკუნის საქართველოში გვიწევს ბრძოლა ქართული ეთნოსის გადასარჩენად, ხოლო ლიბერალურ, ქვეყნის გამყიდველ პოლიტიკურ ძალებს აყოლილი ხელისუფლება ჯერ კიდევ გაურკვევლობაშია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოიჩინოს პოლიტიკური სიმწიფე, პოლიტიკური გამბედაობა და დროულად მიიღოს ეროვნული და ეკონომიკურად გამართლებული გადაწყვეტილება, რითაც ქართულ ეთნოსს გადაარჩენს ფიზიკური და ეკონომიკური განადგურებისგან.

ყველა დანარჩენს, ვისაც შეგრჩენიათ სამშობლოს სიყვარული და გაწუხებთ ქვეყნის მომავალი, ისე ნუ მოიქცევით, როგორც 22 მაისს, როდესაც ცესკოს ეზოში “მემარცხენე ალიანსთან” ერთად მხოლოდ რამდენიმე ათეული კაცი იდგა და სიმცირის მიუხედავად გააფთრებით იცავდა მოღალატე ცესკოსგან ქართულ მიწებს. იმ დღეს საქართველოს მიწების დამცველთა სიმცირემ შესძინა გამბედაობა ცესკოს და ნეგატიურმა შედეგმაც არ დააყოვნა…. უმორჩილესად გთხოვთ ვიყოთ ყურადღბით, როდესაც საქმე მაღალ მატერიებსა და ქვეყნის ინტერესებს ეხება….

 

Facebook Comments
x

Check Also

“გავაგონოთ ივანიშვილს და მის პრეზიდენტს ხალხის პროტესტი!..”-აქცია ათონელზე

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის პარალელურად ათონელზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია მიმდინარეობს. ზაალ უდუმაშვილის თქმით, რეზიდენციასთან აქცია ...