Home » მთავარი » საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პარლამენტის წევრები, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე, სამუშაო შეხვედრას მართავენ

საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პარლამენტის წევრები, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე, სამუშაო შეხვედრას მართავენ

იტალიაში, კომოს ტბაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის მომზადებისა და ერთობლივი აქტივობების დაგეგმვის მიზნით, სამი ქვეყნის – მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინის პარლამენტის წარმომადგენლები ხვდებიან.

ღონისძიების წარმართვას თამარ ხულორდავა და ირინა ფრუიძე, თანამშრომლობის პლატფორმის მხარდამჭერ ორგანიზაციასთან – კონრად ადენაუერის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობასთან ერთად ხელმძღვანელობენ. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად აგრეთვე, მოწვეულნი არიან ევროპარლამენტის წევრები და ევროპის წამყვანი ანალიტიკური ცენტრების ექსპერტები. შეხვედრის ბოლოს ერთობლივი პოლიტიკური დოკუმენტი – კომოს კომუნიკე მიიღება.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილი პლატფორმა, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ინიციატივა, აღმოსავლეთ პარტნიორობის/ასოცირებულ ქვეყნებს შორის – მოლდოვა, საქართველო, უკრაინა, ხელს უწყობს სამი ასოცირებული ქვეყნის ახლო თანამშრომლობას და უზრუნველყოფს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისთვის მათ შორის გაუმჯობესებულ კოორდინაციას.

ინიციატივის ფარგლებში უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა და ერთობლივი დეკლარაციები გამოიცა.

Facebook Comments
x

Check Also

“ჩვენი მხარდაჭერით არის არჩეული, თუმცა „ოცნების“ შემადგენელი ნაწილი არ არის…

საქართველოს პარლამენტის წევრმა და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კოკბახიძემ განაცხადა, რომ ...