Home » მთავარი » საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიტანელ ხალხს უსამძიმრებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიტანელ ხალხს უსამძიმრებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

-“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და გულწრფელად თანავუგრძნობ ბრიტანელ ხალხს და ჩვენს ბრიტანელ კოლეგებს დღეს, ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო, რომელიც  ტერორისტულ აქტად არის შეფასებული. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის თავდასხმა არა მხოლოდ ბრიტანელ ხალხზე, არამედ მთელ თავისუფალ, ცივილიზებულ სამყაროზე. მომხდარი კიდევ ერთხელ თვალნათლივ გვანახებს ტერორიზმთან ბრძოლისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხებში ერთობლივი ძალისხმევის მობილიზების და თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ქართველი ხალხის და საქართველოს პარლამენტის სახელით, ბრიტანელ ხალხს ვუცხადებ თანადგომას ამ მძიმე წუთებში” 

 

Facebook Comments
x

Check Also

დავით ღვინიანიძის საქველმოქმედო ფონდი გზას უკვალავს ტალანტებს

ნიუი ორკში გუშინ დიდი საერთაშორისო კონკურსი დასრულდა . 150 მე მეტი მონაწილე ბოსტონიდან , ფილადელფიიდან ...