You are here
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დაჯილდოვდება მთავარი სპორტი ყველა სიახლე 

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დაჯილდოვდება

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სახელის საერთაშორისო ასპარეზზე გატანისა და საქართველოს პოპულარიზაციისათვის ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დაჯილდოვდება. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზეა ნათქვამი.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება ზაზა ფაჩულიას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა აცნობა. სატელეფონო საუბრისას გიორგი აბაშიშვილმა ზაზა ფაჩულიას NBA-ის ჩემპიონობა მიულოცა და პრეზიდენტის სახელით შემდგომი წარმატებები უსურვა.

მათივე ცნობით, ზაზა ფაჩულიამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფო ჯილდო მისთვის დიდი პატივია.

 

Comments

comments

Related posts