Home » ეკონომიკა » “საქართველოს საგარეო ვალი იმატებს და მომავალი წლისთვის კიდევ გაიზრდება!..”

“საქართველოს საგარეო ვალი იმატებს და მომავალი წლისთვის კიდევ გაიზრდება!..”

სამწუხაროდ, საქართველოს საგარეო ვალი ყოველწლიურად იმატებს და სტატისტიკას თუ მივყვებით, მომავალ წელს კიდევ უფრო გაიზრდება. სწორედ საგარეო ვალის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს ზვიად ტომარაძე და ამ მონაცემებს უცვლელად გთავაზობთ:

ზვიად ტომარაძე

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი.

საქართველოს საგარეო ვალი 2003 წელს 3 მილიარდ 246 მილიონ ლარს შეადგენდა.
2013 წელს – 7 მილიარდ 296 მილიონს.
2016 წელს – 10 მილიარდ 395 მილიონს.
მომავალი წლისთვის საგარეო ვალი კიდევ გაიზრდება, რადგან წელს ხელისუფლებამ კრედიტი 680 მილიონი ლარი აიღო.

აქედან: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო: 532,000 000

(გზების მშენებლობა და მოვლა-შენახვა 44,000 000.
ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა 198,420 000.
რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია 170,930 000.
წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია 118,650 000).

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო: 2,028 400
(მიწის ბაზრის განვითარება (WB) 2,028 400).

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო: 89, 600 000
(სასისტემო მნიშვნელობის ელექტროგადამცემი ქსელის განვითარება 89, 600 000).

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო: 22, 970 000
(სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა 22,970 000
საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელები 33, 301 600).
დონორების მიერ დაფინანსებული საერთო- სახელმწიფოებრივი გადასახდელები: 33,301 600.
ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია: 25,701 600.

 

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმები კვლავ ძალაშია

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ არის და კომენდანტის საათის მოიხსნა, იზოლაციისა და კარანტინის ...