Home » მთავარი » საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მიერ რუსეთსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე კომენტარს ავრცელებს.

როგორც კომენტარშია აღნიშნული, 2015 წლის ნოემბერში დადებული ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მორიგი უკანონოს უწოდეს.

„მსგავსი გაერთიანების შექმნას ითვალისწინებდა 2014 წლის ნოემბერში ხელმოწერილი ე.წ. „ხელშეკრულება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“. მთელი ეს პროცესი ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მცოცავი ანექსიის პოლიტიკას, რაც სრულად ეწინააღმდეგება დადგენილ საერთაშორისო წესრიგს და ძირს უთხრის გაერო-ს ქარტიისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობა და სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. დოკუმენტის ხელმოწერითა და ერთი წლის თავზე მისი რატიფიკაციით, რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების არარსებობისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებაზე უარის თქმის გათვალისწინებით“,-ნათქვამია კომენტარში.

როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, აფხაზეთში ე.წ. „შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების“ შექმნა, ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციისა და რეგულარული სამხედრო წვრთნების ფონზე, კიდევ უფრო ამწვავებს ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ ისედაც რთულ ვითარებას და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის სტაბილურობას. საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ძალისხმევას ყველა საერთაშორისო ფორმატში, დასავლელ პარტნიორებთან ორმხრივ ურთიერთობებსა თუ მრავალმხრივ დიპლომატიაში რუსეთის ფედერაციის პროვოკაციულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რათა საერთაშორისო თანამეგობრობამ სათანადო შეფასება მისცეს მოსკოვის უკანონო ქმედებებს და შესაბამისი ზომები მიიღოს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით.

შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და ოკუპირბეულ აფხაზეთს შორის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ შეთანხმებას 2015 წლის 21 ნოემბერს მოეწერა ხელი. ერთობლივი დაჯგუფების მიზანია რომელიმე მხარეზე შეიარაღებულ თავდასხმაზე ან სამხედრო საფრთხეზე რეაგირება. ახლა კი დუმამ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

“მშვიდობიან პერიოდში გაერთიანებულ დაჯგუფებაში შემავალი სამხედრო დანაყოფების ურთიერთობის ორგანიზებას ახორციელებს ოპერატიული ჯგუფი, რომელიც მხარეების წარმომადგენლებისგან შედგენა. ოპერატიული ჯგუფის მეთაური არის გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზის მეთაური. შეთანხმების რეალიზაცია სრულად პასუხობს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს, ხელს უწყობს ორი სახელმწიფოს უსაფრთხოების გაძლიერებას და ფედერაური ბიუჯეტიდან დამატებით საბიუჯეტო სახსრებს არ მოითხოვს”, – ნათქვამია დუმის მიერ რატიფიცირებულ დოკუმენტში.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

მანქანაში 3 ადამინი – ამ წესს დამატება სჭირდება, რათა სტრესს და ხარჯებს ავარიდოთ ჩვენი მოქალაქეები…

გულიკო ზუმბაძე “ლელო” -სამ სულზე მეტი ოჯახი ერთი მანქანით ქალაქგარეთ ვერ გაემგზავრება, ასეთია საგანგებო მდგომარეობის ...