Home » მთავარი » ” საქართველოს ტერიტორიის ნაწილის თუნდაც ერთი მტკაველის გადაცემას გამართლება არ აქვს!”

” საქართველოს ტერიტორიის ნაწილის თუნდაც ერთი მტკაველის გადაცემას გამართლება არ აქვს!”

1news.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალას ივერიის ღვთისმშობლის ქართული მონასტერი და არპის ტყე-პარკი სომხეთის საზღვრებში სექტემბრიდან მოექცევა“

იხ. ლინკი

http://1news.ge/?id=11631

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ეხმიანება და ამბობს, რომ „თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, საქართველოს „ხელისუფლებას“ კიდევ რაღა დარჩა საქართველოს ტერიტორიები დასათმობი და გადასაცემი „მეზობლებისათვის“?

„როგორც საინფორმაციო საგენტომ გაავრცელა ინფორმაცია „საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის საზღვრის დამდგენმა კომისიამ მუშაობა დაასრულა. როგორც ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, 2017 წლის 1 სექტემბრისთვის ეს პროცესი ოფიციალურად დასრულდება. ორ ქვეყანას შორის სადავო ტერიტორიად აქამდე ხუჯაბის სამონასტრო კონპლექსი სახელდებოდა.

ახალი დადგენილებით კი იგი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოფიციალურად აღმოჩნდება, ისევე როგორც არპის ნაციონალური ტყე-პარკი. სომხეთ-საქართველოს საზღვრის დამდგენი კომისია 1994 წლიდან მუშაობს და შეხვედრები ამ დროის მაინძილზე თბილისსა და ერევანში იმართებოდა.

შეგახსენებთ, რომ დღემდე საქართველოს მხოლოდ ერთ მეზობელთან აქვს საზღვარი დემარკირებული და ეს თურქეთია. ყველაზე პრობლემურ საკითხად კი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის გავლებული საზღვარია აღიარებული. დღემდე სადავოდ რჩება აზერბაიჯანთან დავით გარეჯის სამონასტრო კონპლექსის მიმდებარე ტერიტორიაც”.

როგორც გიორგი თევზაძე აღნიშნავს  წარსულში ქართველთა უნიათობითადა ისტორიის ბედუღმართობით გამო ქართული ისტორიული მიწები თითქმის ყველა მეზობელის იურიდისქციაშია მოქცეული, დღეს კიდევ დამატებით საქართველოს ტერიტორიის ნაწილის თუნდაც ერთი მტკაველის გადაცემა რბილად, რომ ვთქვათ ქართული საზოგადოებისათვის გაუგებარია და ყოველმხრივი სამართლებრივ და ისტორიულ საფუძველს მოკლებულია და ამას არავითარი გამართლება არ შეიძლება მოეძებნოს.

-თუმცა მომავალი თაობა თითეულ ასეთ საქართველოს ინტერესების შეუსაბამო გადაწყვეტილებებს შესაბამის შესფასებას მისცემს… მივმართავს შესაბამის კომიას და ხელისუფლებას არ დაუშვას ამგვარი სახის გადაწყვეტილების მიღება”-აცხადებს თევზაძე.

 

Facebook Comments
x

Check Also

“დიდი ლოდი მოიძიეთ და თავში გიხლიათ!..”

ლადო სადღობელაშვილი -მიშასთან ჩასული ახალგაზრდები საქართველოში დაბრუნდებიან ზომბებად რომლებიც პრაქტიკულად საკუთარ დედებს გაყიდიან სააკაშვილის გამო! ...