Home » მთავარი » “საქართველოს ხელისუფლება რუსეთს ნებისმიერ კაპრიზს უსრულებს, როდემდე?! “

“საქართველოს ხელისუფლება რუსეთს ნებისმიერ კაპრიზს უსრულებს, როდემდე?! “

უფლებადამცველი, ადვოკათთა პროფკავშირის თავჯდომარე გიორგი თევზაძე საქართველოს ხელისუფლების არასწორ საგარეო პოლიტიკაზე ამახვილებს ყურადღებას და  კრიტიკულად  აფასებს ხელისუფლების ნაბიჯებს.

-„კიდევ რის დათმობას აპირებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთისათვის? რუსეთისთვის, რომელსაც საქართველოს 22%-ნტი ოკუპირებული აქვს და დღემდე აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას ქართველი ხალხისა და საქართველოსთან მიმართებაში!

საქართველოს ხელისუფლება, როგორც ვხედავთ რუსეთის ნებისმიერ კაპრიზს უსრულებს,…. ჯერ იყო გაზპრომთან გაფორმებული კაბალური და საქართველოს ინტერესებისათვის შუსაბასმო ხელშეკრულების გაფორმება რომელიც უბრალო მოქალაქეები დაზარალება მხოლოდ , ამასთანავე რუსეთის ინტერესებში შედის მისი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს სომხეთიდან რუსეთზე გასასვლელი გზის არსებობა რომელიც გაივლის რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამასთანავე ოკუპირებული აფხაზეთზე სარკინიგზო გზის გახსნაც რუსეთის ინტერესებში შედის , რა იქნება შემდეგი ოკუპანტი რუსეთის კაპრიზი რომელიც საქართველოს ხელისუფლება თუ ხელისუფალი ისევ უსიტყვოდ შეუსრულებს… ვიმედოვნებ რომ ამგვარი ქმედებები მხოლოდ გაუცნობიერებულ გადაწყვეტილებებთან გვაქვს საქმე, საინტერესოა კიდევ რის დათმობას აპირებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთისათვის …? – აცხადებს თევზაძე.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...