Home » მთავარი » ასეთი კანონებით შუა საუკუნეების საქართველოს უსაფრთხოებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ იქნებოდა!!!

ასეთი კანონებით შუა საუკუნეების საქართველოს უსაფრთხოებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ იქნებოდა!!!

ზვიად ტომარაძე

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი

-„თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობამ კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, თუ როგორი ცვალებადია დღევანდელი მსოფლიო უსაფრთხოების მხრივ და რა საფრთხის შემცველია განსაკუთრებით ჩვენი რეგიონი. იმაზე აღარაფერს ვიტყვი თუ როგორი “კეთილმოსურნე მეზობლებით” არის გარშემორტყმული ჩვენი ქვეყანა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საქართველოს ხელისუფლების ლიბერალური იდეოლოგია დამღუპველია და საქართველოს როგორც სახელმწიფოს განადგურების საწინდარია. ჩვენთვის მისაბაძი ქვეყანა ისრაელია და ჩვენთვის ევროსტრუქტურებში გაწევრიანების ილუზიების ნაცვლად, სწორედ ისრაელის მოდელია სასიცოცხლოდ აუცილებელი. მაგრამ ამ ყველაფერს მარიონეტი და დირექტივების შემსრულებელი ხელისუფლება ვერ განახორციელებს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გუშინ თურქეთის სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან პირდაპირ კავშირშია.
საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლში ვკითხულობთ:

საქართველოს პრეზიდენტი:
ზ) “საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში აცხადებს საომარ მდგომარეობას, სათანადო პირობების არსებობისას დებს ზავს და ამ გადაწყვეტილებებს არა უგვიანეს 48 საათისა წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად”.

თ) “ომიანობის თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა და შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფის და ეპიდემიის დროს, ან სხვა შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში და ამ გადაწყვეტილებას არა უგვიანეს 48 საათისა წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად”.

ასევე კონსტიტუციის მე-100 მუხლში:

  1. “სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი და 48 საათის განმავლობაში შეაქვს იგი პარლამენტში დასამტკიცებლად. ამასთან, საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად სამხედრო ძალთა გამოყენება დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე”.

როგორც ვხედავთ, ომიანობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის,სამხედრო გადატრიალებისა და სხვა შემთხვევებში, სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას მინიმუმ 4 დღე-ღამე სჭირდება!!! ცალკე აღნიშვნის ღირსია თუ რამდენ ხანში მიიღებს გადაწყვეტილებას პარლამენტი (კანონის მიხედვით დრო ასევე 48 საათი აქვს)…
კონსტიტუციაში ასეთი საფრთხის შემცველი და დამღუპველი კანონის შესაცვლელად საქართველოს პარლამენტს 4 წელი არაფერი გაუკეთებია, იმიტომ რომ ამაზე საზღვარგარეთიდან დირექტივა არ მოსულა…
თუ ამ ყველა სიკეთეს, მიხეილ სააკაშვილის დატოვებულ, საკუთარ თავზე მორგებულ სახელისუფლებო მართვის მოდელს დავუმატებთ (პრეზიდენტსა და პრემიერს შორის გადანაწილებული ძალოვანი უწყებები და უშიშროების საბჭო), სიტუაცია კიდევ უფრო საგანგაშო ხდება!

ასეთი კანონებით შუა საუკუნეების საქართველოს უსაფრთხოებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ იქნებოდა!!!“

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა

მარიამ ახალკაცი ანრი ოხანაშვილზე თავდასხმისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა. ვახტანგ რობაქიძე ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსის ორი ...