Home » მთავარი » საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება  გადადგომა ბეჟან ფარცვანიას ფაქტორს, რომელიც მისი ნათესავია და ე.წ. ფოტოგრაფების საქმეში ფიგურირებს, კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ გადადგომას ამასთან კავშირი არ აქვს. „ეს გადაწყვეტილება მიღებული მაქვს დაახლოებით ორი თვის წინ. უბრალოდ, პრემიერმა ახლა გადაწყვიტა მისი დაკმაყოფილება,“, განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.

ფოტოგრაფმა გია აბდალაძემ  4 მაისს, სასამართლოს მისცა ჩვენება, რომ დაკავებისას კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მაღალჩინოსან და უკვე ბრალდებულ დავით დევნოზაშვილთან ერთად, მასზე ზეწოლაში კიდევ ერთი პირი მონაწილეობდა, რომელიც ამჟამად „დინამოს“ ბაზის უსაფრთხოებას ხელმძღვანელობს. სახელი და გვარი აბდალაძეს არ ახსოვდა, თუმცა განიხილება ვერსია, რომ ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ბეჟან ფარცვანიაა.

ჯანდაცვის სამინისტრომ, მინისტრის მოადგილის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა „ვალერი კვარაცხელიამ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ვალერი კვარაცხელია კერძო ბიზნესს უბრუნდება. გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ მან რამდენიმე თვის წინ მიიღო. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების შემდეგ, მან 5 მაისს პოსტი დატოვა“,- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ვალერი კვარაცხელია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ 2014 წლის 22 ოქტომბრიდან მუშაობდა.

Facebook Comments
x

Check Also

კახაბერ გვანცელაძემ შეძენილი სათამაშოები აღსაზრდელებთან ერთად დაათვალიერა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დედაქალაქში მოქმედი 181 ბაგა-ბაღისთვის ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების სათამაშოები შეისყიდა. ...