Home » მთავარი » საქართველოშიც და უკრაინაშიც რუსეთის უკანონო ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება!

საქართველოშიც და უკრაინაშიც რუსეთის უკანონო ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება!

უკრაინის რადის თავმჯდომარემ ხურვალეთში გავლებულ მავთულხლართებს პუტინის რუსეთის სიმბოლო უწოდა. საქართველოში ვიზიტით მყოფმა ანდრიი პარუბიმ გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფელი დაათვალიერა და ოკუპაციის შედეგად შექმნილ პრობლემებზე ინფორმაცია მიიღო. ის ასევე ადგილობრივ მკვიდრს დათა ვანიშვილსაც შეხვდა, რომელიც რამდენიმე წელია საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს ცხოვრობს.

უკრაინის რადას თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოშიც და უკრაინაშიც რუსეთის უკანონო ქმედებები და ტერიტორიების ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება.

ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში უკრაინის რადას ხელმძღვანელის პირველი ვიზიტია საქართველოში.

Facebook Comments
x

Check Also

არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ დარეგისტრირდა

10 ივლისს, 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით (№18/2020) დარეგისტრირდა. Facebook Comments