Home » მთავარი » საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის  21 ოქტომბერს გაიმართება. 
არჩევნების თარიღი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს  გამოაცხადა.

არჩევნების დანიშვნის შესახებ ოფიციალური აქტი არჩევნებამდე 60 დღით ადრე გამოიცემა, რის შემდეგაც საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყება.

არჩევნების თარიღის დანიშვნას პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია სჭირდება. შესაბამისი აქტი პრემიერთან უკვე გადაგზავნილია.

„საზოგადოება და პოლიტიკური ძალები თარიღის თაობაზე ინფორმირებული ორი თვით ადრე იყვნენ, ახლა ეს კონკრეტული დოკუმენტია, რომელიც გამოიცა და გადაგზავნილია კონტრასიგნაციისთვის“, –  აღნიშნა მარგველაშვილმა.

 

Facebook Comments
x

Check Also

კამელინი-იმუნური სისტემის სრული ნორმალიზაცია

ხანგრძლივად და მძიმედ მიმდინარე ქონიკული დაავადებების, ხშირი მწვავე რესპირატორული ან ბაქტერიული ინფექციების (3-4ჯერ წელიწადში) დროს ...