Home » მთავარი » საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა მდგომარეობა სტაბილურია. ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილი 24 პაციენტიდან  11-ს დღეს  აუღებენ ანალიზს.

როგორც ინფექციურის სამედიცინო დირექტორი აცხადებს,  COVID-19 -ზე გუშინ 16 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება  ყველა მათგანს უარყოფითი პასუხი დაუფიქსირდა. ისინი გადაყვანილია საკარანტინე სივრცეში.

“ყოველდღიურად უტარდებათ კვლევები და ამ კვლევებით ხდება მათი კლინიკური მონაცემების შეფასება. არსებული სიტუაციით, მათი დაავადება არ პროგრესირებს, ტემპერატურა ნორმაში აქვთ“, – განაცხადა ეზუგბაია.

ამ დროის მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 3 202-მდე გაიზარდა, დაინფიცირებულია  93 158, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი  კი   50 949-ს აღწევს.

იტალიაში  კორონავირუსით  უკვე 79 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობამ 2502-ს მიაღწია. ბოლო 24 საათის განმავლობაში 27 ადამიანია გარდაცვლილი.

რაც შეეხება ირანს, ამ ქვეყანაში 77 ადამიანია  გარდაცვლილი. დაინფიცირებული  კი 2 300-ია.

სამხრეთ კორეაში უკვე 5 300  ადამიანია დაინფიცირებული, 32 შემთხვევა კი ფატალურად დასრულდა.

აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა, 120 კი დაინფიცირდა.

COVID-19-ით  გარდაცვლილის შემთხვევა  უკვე ესპანეთშიც დაფიქსირდა.

ვირუსის გავრცელების კლება  შეინიშნება ჩინეთში, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში 124 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი  აცხადებს, რომ კორონავირუსი ჩვეულებრივ ვირუსთან შედარებით მომაკვდინებელია და არ არსებობს ჯერ მისი შესაჩერებელი ვაქცინა.

 

Facebook Comments
x

Check Also

“რაც არასდროს არ მითქვამს…”

ინტერპელაციის წესით პარლამენტში მიწვეულმა პრემიერმა ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის მიუხედავად, საქართველოს ...