Home » მთავარი » “საქართველოში როცა დავბრუნდები, ყველა კითხვას გავცემ პასუხს”

“საქართველოში როცა დავბრუნდები, ყველა კითხვას გავცემ პასუხს”

საქართველოში როცა დავბრუნდები, ყველა კითხვას გავცემ პასუხს,  – ასე უპასუხა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლადო ხინჩეგაშვილმა 2030.news-ის კითხვას, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამოჩენის შემდეგ, სოციალურ ქსელში არაერთგვაროვან გამოხმაურებებს ეხებოდა.

ახლა ვარ კიევში და ვისვენებ, არ მსურს ამ თემაზე საუბარი. საქართველოში როცა დავბრუნდები, ყველა კითხვას გავცემ პასუხს”,-აღნიშნა  ლადო ხინჩეგაშვილმა.

გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოლიმპიური ჩემპიონი ფრანგმა მეღვინემ რთველში  მიიწვია, იქ იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდეტიც და იგი პიარისთვის გამოიყენა.

“კაცი მეუბნება, გვერდზე დამიდექი, გადავიღოთო და ხომ არ ვეტყოდი, არ დაგიგდები-მეთქი”,-აღნიშნა ლადო ხინჩეგაშვილმა.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაცაცო კევლიშვილი კი სოციალურ ქსელში წერს:

-“ისე, როგორც არასდროს მიყვარს ჩემი ოლიმპიური ჩემპიონი Vladimer Khinchegashvili. ისე როგორც არასდროს მეზიზღება ყველა პოლიტიკოსი და მათ შორის პოლიტიკოსებში პიარის მამა მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ფრანგი მეღვინის რთველი სადაც ლადო საპატიო სტუმრად იყო მიწვეული საარჩევნო მარათონისთვის გამოიყენა და მრცხვენია ყველა თქვენგანის ნაცვლად, ვისაც ქართველი ოლიმპიელის სიყვარულის გაგრძელებისთვის ჯერ მის პასპორტში ქართველობის დამადასტურებელ ჩანაწერს ითხოვდით და ახლა ისე, რომ არ ელოდებით კომენტარს მომხდარზე აცვით ჯვარს. ხვალ სააკაშვილის Live-ს ხინჩეგაშვილი არ დაესწრება. დანარჩენს ალბათ თავად ლადო იტყვის, მაგრამ ვისთვის ან რატომ? მოისმენთ? განაჩენი ხომ უკვე გამოიტანეთ!

14469700_636342259879287_96895449763052462_n

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ხელისუფლებას ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების ნება არ გააჩნია

დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. გერმანული მოდელი, რასაც ოპოზიცია მმართველ გუნდს სთავაზობს, ყველა იმ დეპუტატის ...