You are here
საქართველოში წამლებზე ფასები დღითიდღე იზრდება მედიცინა მთავარი საზოგადოება 

საქართველოში წამლებზე ფასები დღითიდღე იზრდება

ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის გამო საქართველოში მედიკამენტებზე ფასებმა კიდევ მოიმატა. იმის გამო რომ მედიკამენტების უმრავლესობა უცხოეთიდან შემოდის ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლარის გაუფასურებამ განსაკუთრებით წამლების ხშირი მომხმარებლები დააზარალა. მოქალაქეები ფასების ზრდას აპროტესტებენ.

მომხმარებელი ნანა თ: წამალდამოკიდებული ვარ,  ტვინში სისხლის მიმოქცევისთვის საკმაოდ ძვირიანი მედიკამენტი მაქვს გამოწერილი, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა ვსვა. შარშანდელთან შედარებით ზუსტად ორჯერ მეტს ვიხდი ამ წამალში. ამას გარდა მჭირდება წნევის წამლები, ზამთარია და ხან ვირუსული ინფექციებით ავადდებიან ჩემი ოჯახის წევრები, რა ვქნათ, ვის მივმართოთ? ვინ მიიტანს ჩვენს გასაჭირს ახლოს?

გიორგი ს. რამდენიმე დღის წინ აფთიაქში ბავშვისთვის წამალზე შევედი და 40 ლარი დამიფასეს. არადა ასეთი მედიკამენტი  ევროპაში 3 ევროდ შევიძინე.  რომ შევადაროთ სხვა ქვეყნის მედიკამენტების ფასები აქაურ ფასებს, კატასტროფული ფასნამატაია ჩვენთან. დროა ამას ხელისუფლებაში ვიღაცამ გაუწიოს მონიტორინგი.

თამარი ლ. პენსიონერი ვარ და  ყოველთვიურად ჩემი წამლები 110 ლარი  მიჯდება. პარკინსონის დაავადება მაქვს და ამას კიდევ მიუმატე სახსრების, წნევის, გულ-სისხლძარღვებისთვის წამლები. ჩემი შვილი საზღვარგარეთ მუშაობს და ის რომ არ მეხმარებოდეს, ალბათ მოვკვდებოდი.

ცნობისათვის:  უცხოეთში, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში ყველა პენსიონერი სახელმწიფოს აღრიცხვაზე ყავს აყვანილი. მიუხედავად საკმაოდ შთამბეჭდავი პენსიისა, იქ მათ გამოკვლევა-ამბულატორიული მკურნალობის გარდა მედიკამენტების აფთიაქებიდან აღება მიზერულ ფასში შეუძლიათ. ხოლო ის ჩაწოლილი მოხუცი, რომელიც პამპერსს საჭიროებს, სახელმწიფო ყოველგვარი დამადლება-ანგარების გარეშე ყოველთვიურად სრულიად უფასოდ გადასცემს.

Comments

comments

Related posts