Home » მთავარი » “საქართველო არის მნიშვნელოვანი ქვეყანა მშვიდობის გზავნილის გასავრცელებლად…”

“საქართველო არის მნიშვნელოვანი ქვეყანა მშვიდობის გზავნილის გასავრცელებლად…”

საქართველო უნდა გახდეს მშვიდობის ერთ-ერთი ზონა

მსოფლიო მშვიდობის ფედერაციამ (UPF) თბილისში მორიგი კონფერენცია ჩაატარა თემაზე: ,,მშვიდობის მთავარი პრინციპების პრაქტიკული რეალიზაცია“. კონფერენციას ესწრებოდნენ  ორგანიზაციის მშვიდობის ელჩები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, იაპონიიდან და რუსეთიდან. ასევე ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, რომლებიც იზიარებენ მის ძირითად პრინციპებს მშვიდობის დასამკვიდრებლად.

კონფერენციის სპეციალურმა სტუმარმა იაპონიიდან პროფესორმა კატცუმა ოცუკამ საგანგებოდ აღნიშნა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა მშვიდობის გზავნილის გასავრცელებლად, რადგან ქართველ ხალხს აქვს ღრმა თანაგრძნობის უნარი სხვების მიმართ.

კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებით წარსდგა პროფესორი ვლადიმერ ნარსია, მან ისაუბრა სახელმწიფოსა და რელიგიური ინსტიტუტების მისიაზე მშვიდობის განმტკიცების პროცესში.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მშვიდობის ფედერაცია უკვე წლებია ახორციელებს  კულტურათაშორისო პროგრამებს, იღწვის ოჯახური ტრადიციების განმტკიცებისა და მშვიდობის კულტურის ამაღლებისათვის. მისი დამაარსებელია დოქტორ სენ მიონ მუნი. 

მსოფლიოს მასშტაბით ფედერაციის 55–მდე ოფისი ფუნქციონირებს, მათ შორის, საქართველოშიც, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ მაკა აბუღბაია. მან აღნიშნა, რომ ორგანიზაციის უახლოეს გეგმებში ბევრი საინტერესო პროექტი შედის, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს შემწყნარებლობის ამაღლებასა და სამშვიდობო კომუნიკაციებს.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ხელისუფლებას ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების ნება არ გააჩნია

დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. გერმანული მოდელი, რასაც ოპოზიცია მმართველ გუნდს სთავაზობს, ყველა იმ დეპუტატის ...