Home » მთავარი » საქართველო გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე

საქართველო გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე

გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერი

-ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მოახდინა კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების ინიცირება და უპრეცედენტო მასშტაბის სახალხო განხილვების საფუძველზე, პოლიტიკოსებით, არასამთავრობო ორგანიზაციებითა და დამოუკიდებელი ექსპერტებით დაკომპლექტებულმა საკონსტიტუციო კომისიამ საბოლოო ჯამში შეიმუშავა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის შედეგადაც საქართველოს ექნება დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, დაბალანსებული კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს:
სრულფასოვან საპარლამენტო მმართველობის მოდელს; მკაფიოდ განაწილებულ პასუხისმგებლობებს ხელისუფლების შტოებს შორის; ძლიერ პარლამენტს თავისი ბუნებრივი როლით; პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად გამარტივებულ პროცედურებს; უფრო ეფექტურ მთავრობას; პრეზიდენტის, როგორც ნეიტრალური არბიტრის, კიდევ უფრო მეტად დაკონკრეტებულ ფუნქციებს; ადამიანის, საზოგადოების დაცულობის უფრო მაღალ ხარისხს და კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ცალსახად დაფიქსირებულ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ არჩევანს.

ამასთან, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ საქართველო გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე სწორედ ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნებით და ეს არის დიდი მიღწევა, რადგან ჩვენ გვახსოვს არაერთი სხვა ხელისუფლება, რომელთა პირობებშიც ეს საკითხი მსჯელობის საგნად იქცა, მაგრამ არც ერთი მათგანის პირობებში არ არსებობდა რეალური პოლიტიკური ნება, რომ ეს ცვლილება რეალურად განხორციელებულიყო.

Facebook Comments
x

Check Also

“გაჯანსაღება უნდა დაიწყოს ეკლესიით! სიმართლე უნდა გაჟღერდეს!”

მეუფე პეტრე -გაჯანსაღება უნდა დაიწყოს ეკლესიით -სახელებს დავასახელებ სინოდის სხდომაზე. ახლა ვხედავთ პოლიტიკურ და სულიერ ...