Home » მთავარი » საქართველო და უკრაინა რუსეთის პროვოცირების შიშის შედეგია

საქართველო და უკრაინა რუსეთის პროვოცირების შიშის შედეგია

ლატვიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვაირა ვიკე-ფრეიბერგამ შვეიცარულ გაზეთთან  Tagesanzeiger ინტერვიუში განაცხადა, რომ ახლა ლატვია იმ მდგომარეობაშია, როცა არ უნდა ეშინოდეს რუსეთის. მან ისაუბრა საქართველოსა და უკრაინაზე და განაცხადა, რომ ეს ორი ქვეყანა მაგალითია იმის, თუ რა მოჰყვება რუსეთთან „რევერანსებს“.

-„საქართველოს და უკრაინას უნდათ ნატოში ინტერგაცია, მაგრამ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა მაგალითად გერმანია ფრთხილობენ და არ უნდათ რუსეთის რპოვოცირება, ამ „რევერანსების“ შედეგი იყო ის, რომ 2008 წელს რუსული ტანკი საქართველოში, შემდეგ კი უკრაინაში შევიდა. აი, რა მიირება, როცა ვიღაცას ეშინის რუსეთის“-განაცხადა ვიკემ.

-„ჩემი პოლიტიკური წარსულიდან ვიცი, რომ პუტინი პატივს სცემს ძალას და ტავადაც მოითხოვს ყველამ პატივი სცეს რუსეთის ძალას, თუ მან დაინახა, რომ მეორე მხარე ძლიერია და არაფრის დათმობას არ აპირებს, ძალიან ლმობიერი ხდება და წარმოიდგინეთ ლოიალურიც, მაგრამ თუ დაინახა, რომ მეორე მხარე სუსტია, ის იწყებს მის ჩაგვრას, დისკრიმინაციას და უფრო და უფრო მეტის მოთხოვნას“-აღნიშნა ლატვიის ყოფილმა პრეზიდენტმა.

ვიკე შეეხო რუსი პოლიტიკოსების მოთხოვნას-„დაიცვალ რუსეთის მოქალაქეები ბალტიისპირეთში“.

-„თუ ჩვენ თავს დაგვესხმებიან, ამოქმედდება ყველა ერთისთვის პრონციპი, რომელსაც მკაცრად იცავდა ობამა, ახალ პრეზიდენტს კი სურს რუსეთთან ურთიერთობების დათბობა, მაგრამ ეს პრინციპი ჯერ არ გაუუქმებია, ასე რომ ჩვენ არ გვეშინია რუსეთის“.

 

Facebook Comments
x

Check Also

საგარეო უწყება ქართველ მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოიყვანს

საქართველოს საგარეო უწყება უცხოეთიდან ქართველი მოქალაქეების ჩამოყვანას აგრძელებს. დღეს შესრულდება ათენი-თბილისის რეისი შესრულდება. მგზავრებს შორის ...