Home » მთავარი » “საქართველო ევროპულ ოჯახში ბრუნდება”

“საქართველო ევროპულ ოჯახში ბრუნდება”

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარის განცახდება

სოფო კილაძე

2017  წლის, 2 თებერვალს, ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარა და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა ევროკავშირთან საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია.ეს იმას ნიშნავს, რომ დასკვნითი პროცედურების დასრულებისთანავე (ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ხელმოწერა და მინისტრთა საბჭოს დასტური) საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილებას. აღნიშნული რეჟიმი მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს ვიზის გარეშე, მოკლე ვადით (90 დღით) გაემგზავრონ ევროპაში.

ვულოცავთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ ამ დიდ წარმატებას, რომელიც საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ერთობლივი უდიდესი შრომის, ძალისხმევისა და მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების  შედეგია.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა პარლამენტმა უკეთესად შეასრულოს თავისი მთავარი ინსტიტუციური როლი, როგორც ხიდმა ხალხსა და ხლისუფლებას შორის.

დღევანდელი დღე არის ისტორიული, საქართველოს ევროპულ ოჯახში სრულფსოვანი დაბრუნებისაკენ უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი, ჩვენი თაობის მთავარი მიზანი, ქვეყნის ისტორიული განვითარების შედეგი, ჩვენი და ჩვენი შვილები ღირსეული მომავლის წინაპირობა”

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ბორდერიზაციის ადგილიდან დაახლოებით 150 მეტრში…

-“ჩვენი ხელისუფლების ხელისშეწყობით, ატოცში რუსმა ოკუპანტებმა დღე “წარმატებით” დაასრულეს: 330 მეტრი წარმატებით შეღობილია, 147 ბოძზე ...