Home » მთავარი » „საქართველო იძულებული იქნება აღიაროს აფხაზეთი“ – ხაჯიმბა გაერო-სგან აღიარებას ითხოვს!

„საქართველო იძულებული იქნება აღიაროს აფხაზეთი“ – ხაჯიმბა გაერო-სგან აღიარებას ითხოვს!

ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ  გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში, ნილ სკოტთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.

-„არის საკითხების გადაწყვეტის სხვადასხვა გზა, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც აფხაზეთისთვის, ასევე მათთვის, ვინც ამ გზების ძიებაში ორჭოფობს, მაგრამ გვინდა დადგეს შედეგი.

მოდით, მოვილაპარაკოთ ასე: თქვენ ჩვენ გვაღიარებთ! და თქვენი დახმარება უფრო ქმედითი იქნება. საქართველო იძულებული იქნება, გვაღიაროს. არ გვინდა მარტო დახმარება. ეს პროცესი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს.  აუცილებელია საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბება. საქართველო იძულებული იქნება აღიაროს აფხაზეთი და მაშინ დიალოგი სხვა ფორმას მიიღებს, დაბრუნება იქ, საიდანაც გამოვედით, არარეალურია“ – განაცხადა ხაჯიმბა.

ხაჯიმბამ რუსეთის დახმარებასაც გაუსვა ხაზი, თუმცა აქვე განაცხადა, რომ საიროა ქვეყანა დაუკავშირდეს მსოფლიოს, თორემ ახლანდელი სიტუაზია აფხაზეთისთვის კარგი არ არის.

ოკუპირებულ აფხაზეთში გაერო-ს მხარდაჭერით 3 ორგანიზაცია საქმიანობს – სოფლის მეურნეობის, განათლების და ჯანდაცვის სფეროებში.

წყარო: http://www.apsnypress.info/news/raul-khadzhimba-prinyal-nilsa-skotta/

 

 

Facebook Comments
x

Check Also

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 12 ახალი პაციენტია შესული

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 12 ახალი პაციენტია შესული. ამ დროისათვის ბოქსირებულ განყოფილებაში მხოლოდ 13 პაციენტი იმყოფება. ...