Home » მთავარი » საქართველო კინო გადაღებებისთვის წლის საუკეთესო ქვეყანად აღიარეს

საქართველო კინო გადაღებებისთვის წლის საუკეთესო ქვეყანად აღიარეს

Indywood Film Carnival-ზე კინო ტურიზმის კატეგორიაში საქართველო გადაღებებისთვის წლის საუკეთესო ქვეყანად აღიარეს.

ეროვნული კინოცენტრის ცნობით, ღონისიძიება, რომელიც ინდოეთში წელს უკვე მესამედ გაიმართა, კინოინდუსტრიის წარმომადგენლების დასაკავშირებლად ერთ-ერთი პლატფორმაა.

პროგრამა “გადაიღე საქართველოში” ეროვნული კინოცენტრისა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით უკვე მეორე წელია მიმდინარეობს.

ამ ეტაპისთვის 9 კინო პროექტი განხორციელდა, ქვეყანაში კი ინვესტიციის სახით 15 მილიონამდე ლარი შემოვიდა.

 

Facebook Comments
x

Check Also

“ტყუილად გაქვთ ამათგან რაიმე კარგის იმედი, პარლამენტართა უმრავლესობა პარლამენტიდან გამოსაძევებელია!”

პარლამენტის თავადაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, განიხილეს ზვიად ტომარაძის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, სამხედრო ...