Home » მთავარი » საქართველო რომ გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა, აამოქმედებს თუ არა ნატო აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ მისივე წესდების მეხუთე მუხლს?

საქართველო რომ გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა, აამოქმედებს თუ არა ნატო აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ მისივე წესდების მეხუთე მუხლს?

კახა ძაგანია „მემარცხენე ალიანსი“ ციკლიდან – “ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?!.” თეორიულად, მე-4 და მე-5 მუხლების ამოქმედების განხილვა შესაძლებელია ნატოს ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს თხოვნის საფუძველზე. თუმცა, თუ ნატოს ისტორიას გავიხსენებთ, ხელშეკრულების მე-5 მუხლი, რომელიც კოლექტიური თავდაცვის მიზნით სამხედრო ძალების გამოყენებას გულისხმობს, მხოლოდ ერთხელ – 2001 წლის 11 სექტემბერის ტერაქტის შემდეგ – ამოქმედდა მეყსეულად. ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის თანაშემწე ედგარ ბაკლი, რომელიც 1999-2003 წლებში ალიანსის დაგეგმარებისა და ოპერაციების ოფისს ხელმძღვანელობდა, თავის სტატიაში აღნიშნავდა, რომ 11 სექტემბერს მეხუთე მუხლი, ალიანსის წევრების კოლექტიური გადაწყვეტილების საფუძველზე, ავტომატურად შევიდა ძალაში ისე, რომ არც ერთი წევრი სახლმწიფოს თხოვნა არ ყოფილა.

გასაგებია რომ თუ რომელიმე ქვეყანა გაბედავს და შეერთებულ შტატებს თავს დაესხმება ამ მუხლის საფუძველზე დაიწყება სამხედრო ძალის გამოყენება აგრესორის წინააღმდეგ. მინდა ვიკითხო, რა მოხდება მაშინ თუ ვივარაუდებთ, რომ საქართველო გახდა ნატოს წევრი ქვეყანა, რუსეთის შეიარაღებული ძალები, რომლებსაც ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ავტომატურად ჩაითვლებიან თუ არა ნატოს წევრი ქვეყნის – საქართველოს თავდამსხმელებად და ნატო აგრესორის წინააღმდეგ აამოქმედებს თუ არა მისივე წესდების მეხუთე მუხლს?

 

Facebook Comments
x

Check Also

“საქართველოსთვის პარლამენტართა რაოდენობა 150 ძალიან ბევრია, 100 კაციც საკმარისია”

ზვიად ტომარაძე -ეწინააღმდეგება თუ არა გერმანული მოდელი კონსტიტუციას? სანამ გერმანულ მოდელზე ვისაუბრებ, მანამდე ზოგადად საპარლამენტო ...