Home » მთავარი » საქართველო სამხედრო სიძლიერის რეიტინგში 82-ე ადგილზეა

საქართველო სამხედრო სიძლიერის რეიტინგში 82-ე ადგილზეა

Global Firepower Index-ის მიხედვით, 133 ქვეყანას შორის საქართველო ჯარის სიძლიერით 82-ე ადგილს იკავებს.

რეგიონში ლიდერია აზერბაიჯანი, რომელიც 58-ე ადგილს იკავებს, სომხეთი კი საქართველოს 11 პოზიციით ჩამორჩება. 

საერთო რეიტინგში ლიდერობს ამერიკის შეერთებული შტატები,  შემდეგ მოდიან რუსეთი და ჩინეთი. ხუთეულში შედიან  ინდოეთი და საფრანგეთი.

ინდექსი დგინდება 50-ამდე ფაქტორით, მათ შორის არმიაში სამხედრო ძალისა და სამხედრო ტექნიკის რაოდენობით, ასევე ჯარის დაფინანსების მოცულობით.

Global Firepower Index-ის მონაცემებით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ყავს 220 ტანკი, 118 თვითმავალი არტილერია, 42 საჰაერო ძალა, მათ შორის 11 მოიერიშე და 13 სასწავლო.

ამავე მონაცემებით, საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი შეადგენს 380 მილიონ დოლარს. შეიარაღებულ ძალებში ირიცხება 35 ათას 825 ადამიანი.

 

Facebook Comments
x

Check Also

COVID-19-ის გამომწვევმა კორონავირუსმა მუტაცია განიცადა…

ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა, მარია ვან კერკოვემ განაცხადა, რომ COVID-19-ის გამომწვევმა კორონავირუსმა მუტაცია განიცადა, თუმცა უფრო ...