Home » მთავარი » საქართველო სემინარში სესიაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობს

საქართველო სემინარში სესიაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობს

3-5 ივლისს, უკრაინის დედაქალაქ კიევში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული, „Rose-Roth“-ის სემინარი გაიმართება, რომელსაც პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ხელმძღვანელობით დაესწრება.

რიგით 95-ე სემინარი „დონბასის რეგიონში“ და ყირიმის ნახევარკუნძულზე არსებული მდგომარეობის განხილვას და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე მათი გავლენის მიმოხილვას დაეთმობა. ღონისძიების მონაწილეები  უკრაინაში მიმდინარე რეფორმებზე და შიდა გამოწვევების მიმდინარეობაზე მოხსენებებს მოისმენენ. სემინარის ფარგლებში, საპარლამენტო ასამბლეის დელეგატები, მოლდოვის რესპუბლიკაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით დისკუსიას გამართავენ.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის და უკრაინის უმაღლესი რადას მიერ ორგანიზებულ სემინარს, ნატოს წევრი 29 ქვეყნის და ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის პარტნიორი ქვეყნების 180-მდე კანონმდებელი დაესწრება.  საქართველოს პარლამენტიდან სემინარში მონაწილეობას ირაკლი სესიაშვილი, სოფიო ქაცარავა, ირაკლი ბერაია, ბექა ოდიშარია და ცოტნე ზურაბიანი მიიღებენ.

 

Facebook Comments
x

Check Also

ცდილობენ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას…

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეებისა, რომლებიც ...