Home » ეკონომიკა » საქართველო შვეიცარიასა და ნორვეგიასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აწერს ხელს

საქართველო შვეიცარიასა და ნორვეგიასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აწერს ხელს

ამ წუთებში შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში ხელი ეწერება საქართველოსა და EFTA-ს წევრ ქვეყნებთან თავისუფალ სავაჭრო რეჟიმს.

 EFTA აერთიანებს ოთხ ევროპულ სახელმწიფოს: შვეიცარიის კონფედერაციას, ნორვეგიის სამეფოს, ისლანდიის რესპუბლიკასა და ლიხტენშტაინს. ამ ქვეყნების მოსახლეობა ევროპის კონტინენტის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსყიდველუნარიანობით გამოირჩევა. 

საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელს პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი აწერს. ქუმსიშვილმა შვეიცარიაში გამგზავრებამდე განაცხადა, რომ შეთანხმება საქართველოს ბიზნეს სექტორს ევროპის მაღალმსყიდველუნარიან ბაზრებზე პოტენციალს მნიშვნელოვნად გზარდის. 

შეთანხმება მოიცავს შემდეგ სფეროებს: საქონლით ვაჭრობა; მომსახურებით ვაჭრობა; სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები; ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში; წარმოშობის წესები, ვაჭრობის ხელშეწყობა და თანამშრომლობა საბაჟო საკითხებში; ინვესტიციები; ინტელექტუალური საკუთრების უფლებები; სახელმწიფო შესყიდვები; კონკურენცია; ვაჭრობაში დაცვითი ზომები და მდგრადი განვითარება.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ დარეგისტრირდა

10 ივლისს, 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით (№18/2020) დარეგისტრირდა. Facebook Comments