Home » მთავარი » “საყდრისის კომიტეტი” ფიტარეთში გამაფრთხილებელ აქციას გამართავს

“საყდრისის კომიტეტი” ფიტარეთში გამაფრთხილებელ აქციას გამართავს

“საყდრისის კომიტეტი” ფიტარეთში გამაფრთხილებელ აქციას გამართავს. კომიტეტის წევრების განცხადებით, ფიტარეთის მონასტრიდან დაახლოებით ორ კილომეტრში RMG გოლდ-ის შვილობილი კომპანია CMG (კავკასიის სამთო ჯგუფი) გეოლოგიურ–საძიებო სამუშაოებს ატარებს, სადაც წიაღისეულის საწარმო კეთილშობილი ლითონების ამოღებას გეგმავს.

მათი თქმით, ორი დღის წინ შეიტყვეს, რომ ბნელი ხევის ტერიტორიაზე, ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსთან ახლოს, კომპანიამ საცდელი აფეთქება განახორციელა, ამის შესახებ კი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და სააგენტო არ ყოფილან ინფორმირებულები. საყდრისის გადარჩენის კომიტეტში არ გამორიცხავენ, რომ ამით შესაძლოა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და არქეოლოგიური ობიექტები დაზიანდეს.

საყდრისის კომიტეტის წევრების ინფორმაციით, მოსამზადებელი სამუშაოები არქეოლოგიური შესწავლის გარეშე მიმდინარეობდა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ბნელი ხევის კულტურულ მემკვიდრეობას, მათ შორის ფიტარეთის მონასტერს და ხულუტის ციხეს.

“ორი დღის წინ, კომპანია CMG-სგან გავიგე, რომ ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსთან ახლოს განხორციელდა საცდელი აფეთქება, როგორც ვიცით, ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო არ ყოფილა ინფორმირებული. გვაინტერესებს, ვინ იქნებოდა პასუხისმგებელი, თუ ამ ბიძგების დროს ეს ძეგლები დაზიანდებოდა.დღეს, ჩვენ გავმართავთ გამაფრთხილებელ აქციას და ველოდებით რეაგირებას კულტურის სამინისტროსგან. ამ ძეგლების მდგრადობა ჯერ კიდევ შეუსწავლელია და მსგავსი ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ”,- განაცხადა საყდრისის კომიტეტის წევრმა ნინო ბურჭულაძემ.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

ავარია გურამიშვილზე

გურამიშვილზე ავარია მოხდა, როგორც ჩვენი კორესპოდენტი ადგილიდან გვატყობინებს, გლოვოს კურიერი დაეჯახა “პრიუსს”, რომელმაც წინ დაუმუხრუჭა ...