Home » მთავარი » საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის 3 აპრილიდან ჯარიმები დაწესდება

საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის 3 აპრილიდან ჯარიმები დაწესდება

„თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით  თბილისში, 3 აპრილიდან, ქვეითი ინსპექტორები გამოჩდებიან. მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის დააჯარიმებენ.

”მომავალი კვირიდან კი დაიწყება ქვეითი ინსპექტორების გადამზადება, რომლის ფარგლებშიც ისინი „თბილსერვის ჯგუფის“ შესაბამისი სამსახურების მიერ ორგანიზებულ ტრენინგ კურსებს დაესწრებიან.

პირველი ორი კვირის განმავლობაში, ინსპექტორების გამოჩენას მხოლოდ ინფორმაციული სახე ექნება, ისინი მოქალაქეებს მომავალ სანქციებთან დაკავშირებით გააფრთხილებენ და მათ მიერ დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრისკენ მოუწოდებენ” – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

 

Facebook Comments
x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...