Home » მთავარი » „საშინელი შემთხვევის მოწმე გავხდი…პოლიციელმა თავში ხელებიც წაიშინა…“-მამაკაცი მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა

„საშინელი შემთხვევის მოწმე გავხდი…პოლიციელმა თავში ხელებიც წაიშინა…“-მამაკაცი მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა

დავით ცხვარაძე

ქუთაისში, ბალახვანში, მშენებარე კორპუსიდან 43 წლის მამაკაცი გადმოვარდა. ახალგაზრდა  მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ბრიგადა, შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია საქმე სს კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

-” საშინელი შემთხვევის მოწმე გავხდი ამ დილით.მშენებარე ბინიდან (სართული ვერ დავინახე) გადმოვარდა ახალგაზრდა 43 წლის კაცი, რომელმაც სულ რაღაც 2 წუთში ადგილზევე დაასრულა სიცოცხლე.მთელ ბალახვანს ესმოდა ალბათ მისი მეგობრის ბოხი ხმით ღრიალი “ვეფხია ბიჭო დამელაპარაკეო”.(მე ეს ხმა მთელი ცხოვრება მემახსოვრება). ვტიროდით ჩვენ მთელი ოჯახი,ტიროდნენ მეზობლები.გამოვიძახე სასწრაფო, მაგრამ პატრულმა დაასწრო და მოვიდა. პოლიციელები ისე იდგნენ ვეფხიას გვამთან,როგორც ჭირისუფალნი, ერთ-ერთმა თავში ხელებიც წაიშინა.დავრწმუნდი რომ ჩვენ სხვანაირი ჯიშის ხალხი ვართ,მე ეს დამანახა ვეფხიას მეგობრის ღრიალმა და პოლიციელის თავში შემორტყმულმა ხელებმა.აცხონოს უფალმა საცოდავი კაცი, რომელიც დღე და ღამეს ასწორებდა შრომაში” –  წერს სოციალურ ქსელში მაია პაქსაშვილი.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

მადლობას ვუხდით საზოგადოებას მხარდაჭერისთვის, რეიტინგი არის გაკეთებულის შეფასება

“მთავარია საქმე გავაკეთოთ – რეიტინგი არის გაკეთებულის შეფასება და მადლობას ვუხდით საზოგადოებას ამ მხარდაჭერისთვის. „ქართული ...