Home » მთავარი » საძაგლიშვილი: სასამართლომ აუცილებლად დასაშვებად უნდა სცნოს ჩვენი საკასაციო საჩივარი

საძაგლიშვილი: სასამართლომ აუცილებლად დასაშვებად უნდა სცნოს ჩვენი საკასაციო საჩივარი

  უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი დღეს უნდა განიხილოს. ადვოკატების თქმით, გუშინ გასაჯაროებული სკანდალური დოკუმენტის მიხედვით, ნათელი გახდა, რომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს არასდროს ეკუთვნოდა.

“გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, უკვე ცნობილი გახდა, რომ თურმე ქიბარ ხალვაშის არასოდეს ყოფილა რუსთავი 2-ის წილები. შესაბამისად, კიდევ უფრო ნათელი გახდა ის გარემოება, რომ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეიძლება მიეკუთვნოს რუსთავი 2-ის წილები მას. ეს დოკუმენტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ უზენაესმა სასამართლომ აუცილებლად დასაშვებად უნდა ცნოს ჩვენი საკასაციო საჩივარი და შემდეგ უკვე იმსჯელოს ჩვენი საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სხვა შემთხვევაში გამოვა, რომ უზენაესი სასამართლო გააგრძელებს ნაჯახით მართლმსაჯულების განხორციელებას, რაც არის ყოვლად დაუშვებელი და უკანონო,“- განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ დოკუმენტის ავთენტურობას არ ადასტურებს ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია და ამბობს, რომ უზენაესმა სასამართლომ ახალი გარემოება არ უნდა გაითვალისწინოს. მისივე თქმით, მას კავშირი არ აქვს დღეს ჩანიშნულ პროცესთან.

საქმე ეხება ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის 2010 წლის გერმანიაში გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენი, რომელიც რუსთავი 2-ზე პრეტენზიას აცხადებს, თავად აღიარებს, რომ სამაუწყებლო კომპანიის ყველა უფლება ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნის.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ოკუპირებულმა აფხაზეთმა ჟენევაში ინტერესების დასადგენად პროგრამა დაამტკიცა

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო  მინისტრთა კაბინეტმა  ჟენევაში აფხაზეთის ინტერესების დასადგენად უწყებათაშორისი მიზნობრივი პროგრამა დაამტკიცა. პროგრამა ოკუპირებული ...