Home » მთავარი » საჭადრაკო სკოლის გამარჯვებულები ქუთაისის მერიისგან ელემენტარულ ყურადღებას ითხოვენ

საჭადრაკო სკოლის გამარჯვებულები ქუთაისის მერიისგან ელემენტარულ ყურადღებას ითხოვენ

დავით ცხვარაძე

ქუთაისში, მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის გამარჯვებულები მერიის მხრიდან ელემენტარულ ყურადღებას ითხოვენ.

ბრძოლა გამარჯვებისთვის, საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში 8 დან 18 წლამდე დასრულდა. პირველობისთვის თავდაუზოგავად იბრძოდნენ: ნიკა ხვადაგიანი, ლადო მაღლაკელიძე, გუკა კოკაია, ნინო ჯალაღანია, თამარ ესაძე, მიხეილ ხანთაძე, რუსუდან მაღლაკელიძე, ნია დონღუანი, გიორგი გიორგაძე და ანასტასია კირთაძე, აღსაზრდელებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური პედაგოგ ნუკრი მანაგაძის და ხათუნა გუბელაძის ხელმძღვანელობით მოიპოვეს, გამარჯვებულები უახლოეს მომავალში რუმინეთში გაემგზავრებიან, მოჭადრაკეებს შორისა არაერთ გზის ჩემპიონი.

ნიკა ხვადაგიანი, ეს სწორედ ის მოჭადრაკეა რომელმაც ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლა არაერთხელ ასახელა. მან  ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

შეგახსენებთ: მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლას ადგილობრივი ხელმძღვანელობიდან არანაირი გვერდითდგომა არ აქვს, მეტიც საჭადრაკო სკოლას ამდრომდე არ ყავდა პედაგოგი რომელიც ხშირ შემთხვევაში კრიტიკის საგანი რამდენჯერმე გახდა. მოზარდები რომლებიც ქუთაისის სახელიდ თადაუზოგავად იბრძოდნენ ახლა ქუთაისის მერის ელემენტარულ გვერდითდგომას ითხოვენ.

„ ელემენტარულ დახმარებას ვითხოვთ მერიიდან, ბოლო ბოლო ამ პედაგოგს მადლობა მაინც გადაუხადონ, დაფინანსებაზე და დახმარებაზე აღარარის ლაპარაკი. ახლა ამ გამარჯვებულებიდან ბავშვები ხელჭეწყობას ითხოვენ მერია კი განზე დგას“_აცხადებს გამარჯვებულებს შორის ერთ -ერთი მოჭადრაკის ბებია.

Facebook Comments
x

Check Also

პროკურატურა 20-21 ივნისის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის საქმეზე  დაშავებული  მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო. ...