Home » მთავარი » სახალხო დამცველი ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი ბათუმში მიმდინარე აქციას ეხმაურება და მხარეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

სახალხო დამცველი განცხადებას ავეცელებს:

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ქალაქ ბათუმში მიმდინარე მოვლენებს და აქციის მონაწილეებს და სამართალდამცავებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. სახალხო დამცველი შეახსენებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადმიანის ფუნდამენტური უფლებაა. პოლიციის უმთავრესი ვალდებულებაა მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა და იმედოვნებს, რომ პოლიცია არ გასცდება კანონის ფარგლებს და უზრუნველყოფს აქციის მშვიდ ვითარებაში ჩატარებას.

“აჭარაში სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა დაკავებულ პირებს, მათ შორის ავტომობილის მძღოლს, რომლის დაჯარიმებასაც მოჰყვა პროტესტი. აღსანიშნავია, რომ დაკავებული პირები არ ადასტურებენ პოლიციის მხრიდან ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს.

“სახალხო დამცველის აპარატის აჭარის სამმართველოს წარმომადგენლები იმყოფებიან ადგილზე და აკვირდებიან მოვლენების განვითარებას,” – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Facebook Comments
x

Check Also

შალვა ნათელაშვილი – ოცი წელია, მანდატის გარეშე კისერს ვუგრეხ ყველა ჯურის ხელისუფლებას, ახალი არჩევნები თუ არ იქნება, რევოლუცია გარდაუვალია

ოცი წელია, მანდატის გარეშე კისერს ვუგრეხ ყველა ჯურის ხელისუფლებას და ეს იქნება მესამე, რომელსაც მანდატის ...