You are here
„სახელმწიფოს მკვლელი კანონი! ერქვას. სასწრაფოდ პარლამენტი ფეხზე უნდა დადგეს!“ ეკონომიკა მთავარი 

„სახელმწიფოს მკვლელი კანონი! ერქვას. სასწრაფოდ პარლამენტი ფეხზე უნდა დადგეს!“

ახალგაზრდა ფერმერი გიორგი ლაცაბიძე ამბობს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც უნდათ მიწის დამუშავებას და მეურნეობას მოჰკიდონ ხელი, მიუხედავად მთავრობის მხრიდან არა ერთი დაპირებისა, არ აქვთ ხელშეწყობა და მეტიც, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხელისშემშლელ და „მკვლელ კანონებს“ აწყდებიან.

-სახელმწიფოს მკვლელი კანონი! ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის დროს გავარკვიე რომ თუკი მე მინდა სახელმწიფომ სიმბოლურ ფასად ვალდებულებით მომცეს მიწა, ამ მიწის რეალური ღირებულების ათჯერ მეტი ინვესტიცია უნდა განვახორციელო. ანუ თუ რეალურად ერთი ჰექტარი მიწა ღირს 15 000 ლარი მე ამ მიწაში 150 000 ლარის ინვესტიცია უნდა ჩავდო. ეს იმ დროს როცა მაყვლის დარგვა როგორც არ უნდა გავბერო თანხები 20 000 ლარზე მეტი არ დაჯდება ჰექტარზე, ხოლო მარწყვი მაქსიმუმ 45 000 ლარი. მილიონ ცხრაასი ათასი ჰექტარი მიწაა დღეს სახელმწიფო მფობელობაში და უმრავლესობა არ მუშავდება. მე კი სახელმწიფო ამ კანონს მთავაზობს!

როგორც ჩანს სახელმწიფო მოხელეებმა არ იციან რა ჭირდება სახელწიფოს კეთილდღეობას, რადგან ეს კანონი ისევ არსებობს, და უამრავი ასეთი სახელმწიფოს მკვლელი კანონები დღემდე მუშაობს. მე კი ზუსტად ვიცი რაც ჭირდება სახელმწიფოს, რომ სახელმწიფო ერქვას. სასწრაფოდ პარლამენტი ფეხზე უნდა დადგეს, აღნიშნული კანონები გააუქმოს და სამართლიანი კანონები დაადგინოს რომ ნებისმიერი ფინანსური შესაძლებლობების მქონე ადამიანს შეეძლოს როგორც აგრო ბიზნესის ისე სხვა ბიზნესების წარმოება.

Comments

comments

Related posts