Home » მთავარი » სენსაციური განცხადება – სომხეთმა ყარაბახის ტერიტორიაზე ტერორისტების საწვრთნელი ბანაკი გახსნა

სენსაციური განცხადება – სომხეთმა ყარაბახის ტერიტორიაზე ტერორისტების საწვრთნელი ბანაკი გახსნა

თურქეთში მოქმედი სომხების უსაფუძვლო პრეტენზიებთან მებრძოლი საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელმა გიუქსელ გულბეიმ სენსაციური განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ ირანის პარლამენტზე თავდამსხმელი ტერორისტები ირანში სასომხეთიდან შევიდნენ. გიუქსელის განცხადებას თურქეთის მედიაზე დაყრდნობით  haqqin.az ავრცელებს.

გულბეიმ ისიც განაცხადა, რომ სანდო წყაროზე დაყრდნობით აქვს ინფორმაცია, რომ სომხეთმა ოკუპირებული ყარაბახის ტერიტორიაზე ტერორისტების საწვრთნელი ბანაკი გახსნა. ASİMDER-ის მთავარმა განაცხადა, რომ სომხეთის ხელისუფლებას სირიიდან გამოყავს სომხები და მათ ყარაბახის ტერიტორიაზე ასახლებს.

გულბეის განცხადებით სირიელ სომხებში საკმაოდ ბევრნი არიან ტერორისტებიც, სწორედ მათ გადაკვეტეს საზღვარო და ირანში ტერორისტული აქტი მოაწყვეს.

წყარო: haqqin.az

Facebook Comments
x

Check Also

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის განზრაზ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკევეს

მარიამ ახალკაცი დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის განზრაზ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკევეს. აღნიშნულთან ...