You are here
სეპარატისტების შექმნილი “გალ TV” რუსულ, აფხაზურ და მეგრულ ენებზე მაუწყებლობს მთავარი პოლიტიკა 

სეპარატისტების შექმნილი “გალ TV” რუსულ, აფხაზურ და მეგრულ ენებზე მაუწყებლობს

გალში სეპარატისტებმა “გალ TV” შექმნეს, რაც საინფორმაციო ომის გაგრძელების კიდევ ერთი მაგალითია. გადაცემების წამყვანები მაყურებელს აფხაზურ, მეგრულ და რუსულ ენებზე ესალმებიან და ემშვიდობებიან. სახელმწიფო ენა-ქართული-ტელევიზიაში საერთოდ უგულვებელყოფილია.

როგორც ჩანს, ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება შეშფოთდა მოსახლეობის ინფორმირებულობით, რასაც ქართული მხარე ეწევა და საპირწონედ „”გალ TV” დააარსა.

საინფორმაციო გამოშვებუს ქუდი და ტექსტები რუსულენოვანია. როგორც საინფორმაციოს წამყვანმა განაცხადა, ტელევიზიის პირველი გადაცემა ვლადისლავ არძინბას ხსოვნას მიეძღვნა და ერთ-ერთ სიუჟეტში ქართველი ბავშვების მიერ არძინბას საფლავის ყვავილებით შემკობის კადრებიც გაავრცელა.

როგორც აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი ვახტანგ ყოლბაია ამბობს, ფაქტი დასაგმობია და ყურადღებაა გასამახვილებელი, მისი თქმით აუკრძალო ადამიანებს ინფორმაციის მიღება მშობლიურ ენაზე, არის ადამიანის უფლების დარღვევა.

ყოლბაია ამბობს, რომ მეფის რუსეთის დროს დაწერილი ოქმებით მოქმედებს რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე და  ეს არის ვერაგული და ცბიერი ჩანაფიქრი.

Comments

comments

Related posts