Home » მთავარი » სერბეთმა პუტინს კოსოვოში ჯარების შეყვანა სთხოვა

სერბეთმა პუტინს კოსოვოში ჯარების შეყვანა სთხოვა

პრორუსულმა მოძრაობამ, “სერბული ლიგა”, მიმართა ადგილობრივ ხელმძღვანელობას, აწარმოოს მოსკოვთან მოლაპარაკება, კოსოვოში რუსი სამშვიდობოების შეყვანასთან დაკავშირებით. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

“სერბული ლიგის” წარმომადგენლის ალექსანდრ ჯურჯევის თქმით, გაეროსა და ევროოული მისიის EULEX –ი, სერბის ხალხის ალბანელი ტერორისტებისგან დაცვას ვერ ახერხებს, მიუხედავად იმისა, რომ მათი როლი მშვიდობისა და მოსახლეობისთვის უსაფრთხოების შენარჩუნებაა.

ამასთან დაკავშირებით, ჯურჯევმა სერბეთის ხელისეფლებას მოუწოდა, ისარგებლონ გაეროს უშიშროების საბჭოს 1244 რეზოლუციით. მან ასევე შესთავაზა დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთიდან კოსოვოში სამშვიდობეობის შემოყვანასთან დაკავშირები, რათა აღიკვეთოს სერბების საშინელი მკვლელობები და ასევე, მათი ქონების განადგურების ფაქტები.

“სერბული ლიგა” სთავაზობს ხელისუფლებას, პარლამენტსა და საკანონმდებლო ორგანოს, “დაუკავშირდნენ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, რათა ჩაერთოს ამ პროცესებში და სირიის კრიზისის მოსაგვარებლად განხორციელებული მოდელის მსგავსად და ხელი მოაწეროს სერბეთსა და რუსეთს შორის შეთანხმებას.”

16 ინავარს, კოსოვოში, სერბული პარტიის “თავისუფლება, დემოკრატია, სიმართლეს” ერთ-ერთ ლიდერს, ოლივერ ივანოვიჩი მოკლეს. რის შემდეგაც, სერბეთსა და კოსოვომ, ევროკავშირში, 2017 წლის მარტში დასრულებული მოლაპარაკეკების განახლება შეაჩერეს.

2008 წელს, კოსოვომ, სერბეთისგან დამოუკიდებლობას მისცა ხმა, თუმცა ბელგრადი ამის წინააღდეგი იყო. სერბეთი, კოსოვოს ავტონომიურ მხარედ მიიჩნევს და მას კონსტიტუციის თანახმად, თავისი ტეროტირიულ ნაწილად მიიჩნევს. თავის მხრივ, რუსეთი ასევე არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას.

 

Facebook Comments
x

Check Also

“ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ”

თბილისში, ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმი – “ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ” მიმდინარეობს. ღონისძიება ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ...