Home » პოლიტიკა » სერგო ჩიხლაძე – კატეგორიულად ვაცხადებ, „სტრატეგია აღმაშენებელზე“ მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არანაირი გავლენა არ აქვს

სერგო ჩიხლაძე – კატეგორიულად ვაცხადებ, „სტრატეგია აღმაშენებელზე“ მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არანაირი გავლენა არ აქვს

კატეგორიულად ვაცხადებ, „სტრატეგია აღმაშენებელზე“ მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არანაირი გავლენა არ აქვს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

როგორც სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა, მოლაპარაკებების პროცესზე და შეჯერებულ პოზიციებზე „ნაციონალურ მოძრაობას“ უპირატესი გავლენა არ აქვს.

„მიხეილ სააკაშვილს თავის პარტიაზე აქვს რა თქმა უნდა, დიდი გავლენა. შეჯერებულ პოზიციებზე, კონკრეტულ საკითხებზე, რაზეც ჩვენ ვმსჯელობთ და რაზეც ვართ ერთიანები, აქ ყველა პარტიას თავის პოზიცია აქვს. კატეგორიულად ვაცხადებ, არანაირი ზეგავლენა „სტრატეგია აღმაშენებელზე“ მიხეილ სააკაშვილის პოზიციას ამ საკითხებთან მიმართებაში არ აქვს. თავის პარტიაში როგორი გავლენ ექნება, ეს უკვე ჩვენი კომპეტენცია არ არის. ერთობის პოზიციაზე, მოლაპარაკებების პროცესზე და შეჯერებულ პოზიციებზე კი უპირატესი გავლენა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს. აქ არის პარიტეტი – ერთი პარტია, ერთი ხმა. არ აქვს მნიშვნელობა ეს პარტია 30-პროცენტიანია, 7-პორცენტიანი, თუ 5-პრიცენტიანი“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

x

Check Also

გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი სკოლის მოსწავლეზე ძალადობას ათანხმებენ

“ტვ პირველის” გადაცემაში, “ნოდარ მელაძის შაბათი”, სავარაუდო სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ...