Home » მთავარი » სექსუალური ხასიათის პროდუქციასთან დაკავშირებული კანონპროექტი უკან გაიწვიეს

სექსუალური ხასიათის პროდუქციასთან დაკავშირებული კანონპროექტი უკან გაიწვიეს

სექსუალური ხასიათის პროდუქციასთან დაკავშირებული კანონპროექტის მიხედვით, თამბაქოსა და სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაცია იმ სავაჭრო ობიექტებში, სადაც წარმოებს ბავშვთა ტანსაცმლისა და სათამაშოების რეალიზაცია – 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევდა. ასევე თამბაქოსა და სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაცია სკოლამდელი ასაკის დაწესებულებაში, სკოლაში, 18 წლამდე ასაკის პირებისთივს განკუთვნილ დაწესებულება–ორგანიზაციებში და მათი კუთვნილი ტერიტორიებიდან 50 მეტრის დაშორებით, აგრეთვე, ყველა სახის სამედიცინო (გარდა სექსუალური დარღვევების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის განკუთვნილი სამედიცინო ნაწარმისა) და სასწავლო დაწესებულებაში 50ლარით ჯარიმას ითვალისწინებდა.

კანონპროექტი 2012 წელს მომზადდა და პროექტის ინიციატორი მაშინდელი ევროპასთან ინტეგრაციიის კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ დოლიძე იყო.  მერვე მოწვევის პარლამენტმა კანონპროექტს პირველი მოსმენით 75 ხმით 14–ის წინააღმდეგ მიიღო, თუმცა მას შემდეგ კანონპროექტის მსვლელობა შეჩერდა. მეცხრე მოწვევის პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილებით კანონი უკან გაიწვიეს, ასე რომ სექსუალური ხასიათის პროდუქციასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პარლამენტი მსჯელობას აღარ გააგრძელებს.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელი ...