Home » მთავარი » სიახლე! პირველად თბილისში-“ძალიან საინტერესო და სასიამოვნო დღეები გველოდება წინ!!!”

სიახლე! პირველად თბილისში-“ძალიან საინტერესო და სასიამოვნო დღეები გველოდება წინ!!!”

ევროპის ბევრ ქვეყანაში საკმაოდ პოპულარპბით სარგებლობს მოყვარულთა თეატრი, სადაც სამსახურის შემდეგ ყველა პროფესიის და ასაკის ადამიანი მიდის და თავის ოცნებას ისრულებს. თბილისში ასეთი თეატრი ჯერ არ არის, თუმცა, როგორც გავიგეთ მალე ჩვენც მოგვეცემა შესაძლებლობა გვქონდეს მოყვარულთა თეატრი.

სავსებით შესაძლებელია თეატრში ექიმიც მივიდეს, პოლიტიკოსიც, მუშაც და მინისტრიც, რომელთაც უყვართ თეატრი, სურთ სპექტაკლში მონაწილეობა მიიღონ და რაც მთავარია-უბრალოდ განიტვირთონ და ცოტა ხნით მაინც სხვა საქმეზე გადაერთონ.

ეს იდეა საბავშვო თეატრ-სტუდია მაჩაბელას ხელმძღვანელს, მამუკა ლომაშვილს დაებადა. როგორც თავად გვითხრა, ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ სულ ფიქრობს ამ საკითხზე და გადაწყვიტა უკვე მიღებაც დააანონსოს.

უფრო ვრცლად მამუკა ლომაშვილთან ამ თემაზე საუბარს სულ მალე შემოგთავაზებთ, ახლა კი გაცნობებთ:

ქართული კულტურისა და ხელოვნების

ცენტრი მაჩაბელა

მოყვარულთა დასში იწვევს მსურველებს 20 წლიდან. სწავლების პარალელურად დაიდგმება სპექტაკლები, ჩაარდება მასტერკლასები. მოეწყობა უამრავი წარმოდგენა და გასტროლი… და რაც მთავარია !!! მოყვარულთა თეატრში მოყვარულ მსახიობებთან ერთად მოწვევით ითამაშებენ პროფესიონალი მსახიობები!!!!

 ძალიან საინტერესო და სასიამოვნო დღეები გველოდება წინ!!!

 

Facebook Comments
x

Check Also

პროკურატურა 20-21 ივნისის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის საქმეზე  დაშავებული  მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო. ...