Home » მთავარი » სიახლე სავაჭრო გადახდის ქვითრებზე

სიახლე სავაჭრო გადახდის ქვითრებზე

სურსათის ეროვნული სააგენტოს საკონტაქტო ინფორმაცია  4 მსხვილ სავაჭრო გადახდის ქვითრებზე განთავსდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს მასშტაბით არსებული „ფუდმარტის“, „იოლის“, „სპარის“ და „ორი ნაბიჯის“ სავაჭრო ობიექტებში გადახდის ქვითრის უკანა მხარეს მითითებული იქნება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიანი საინფორმაციო სამსახურის ცხელი ხაზის ნომერი – 15 01. მომხმარებელს, სურსათის შენახვისა და რეალიზაციის სტანდარტის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შეუძლია დარეკოს აღნიშნულ ნომერზე და დატოვოს შეტყობინება. აქცია ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და  მიზნად მომხმარებლის  ჩართულობის გაზრდას ისახავს.

„მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად, მნიშვნელოვანია სააგენტოს და კერძო სექტორის თანამშრომლობა. ამ მიზნით, რამდენიმე მსხვილი სავაჭრო ქსელის მონაწილეობით ვატარებთ აქციას, რომელიც მოსახლეობის ჩართულობას ითვალისწინებს. სურსათის შენახვისა და რეალიზაციის სტანდარტის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელს აქტიურობისკენ მოვუწოდებთ. არცერთი შეტყობინება  არ დარჩება რეაგირების გარეშე,“ – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

მომხმარებელთა ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდის კამპანიას სურსათის ეროვნული სააგენტო  ევროკავშირის ინსტიტუციური განვითარების პროექტის (CIB) მხარდაჭერით ახორციელებს.

Facebook Comments
x

Check Also

“აჭარელი ბიჭები დახოცეს ქუჩაში, ახალაიას გვარი ფიგურირებს ამ საქმეში…”

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ე.წ. „ციხის ბუნტის“ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ...