Home » მთავარი » სიმართლე უთხარით იმ 30000 კაცს რას უპირებთ და რა ელით გალარების პროგრამით?!

სიმართლე უთხარით იმ 30000 კაცს რას უპირებთ და რა ელით გალარების პროგრამით?!

ლევან ალაფიშვილი

იურისტი

გალარების პროგრამით მთავრობა და ეროვნული ბანკი 30000 კაცს აძლევს შანსს გაიწყვიტოს ნამუსის ძარღვი და მიიღონ მათზე გაჭირვებული ადამიანების ფულადი დახმარება!

გალარების პროგრამის უმრავლესობა საჯარო მოხელეები არიან. მთავრობა უმთავრესად სწორედ მათ ეხმარება: ხელფას-პრემიასაც უნარჩუნებს და კრედიტსაც უფინანსებს. ეს არ არის სამართლიანობა!
მთავრობა არ ამცირებს არც ბიუროკრატიას და არც მათ ხელფას-პრემიებს. 2.4 მლრდ-ის 10%-ით შემცირება მხოლოდ დაცინვაა და არა შემცირება.

გალარების პროგრამით ვინც ისარგებლებს და გადასახადის გადამხდელების ფულით ისარგებლებს, მათ შესახებ სრული ინფორმაცია (ვინაობა, პირადი ნომერი, ბანკი, კრედიტის თანხა) რომ გახდეს საჯარო ამაზე გიფიქრიათ და თანახმა ხართ?
გადასახადის გადამხდელის უპირობო უფლებაა იცოდეს სად წავიდა ბიუჯეტის თითოეული თეთრი!
კანონში ჩაწერთ ამ ყველაფერს და საბანკო საიდუმლოებას თუ პირად მონაცემებს გააუქმებთ?
სიმართლე უთხარით იმ 30000 კაცს რას უპირებთ და რა ელით?

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თბილისის საკრებულოში კულტურის სტრატეგიასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოში გაიმართა შეხვედრა ევროპის კულტურის პარლამენტის თავმჯდომარესთან, კარლ ერიკ ნორმანთან. შეხვედრაში მონაწილებას იღებდნენ თბილისის ...