Home » მთავარი » ” სინანულით ვიხდი ბოდიშს”-აბესაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

” სინანულით ვიხდი ბოდიშს”-აბესაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, თბილისის მერიის მაღალჩინოსანს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საქმის მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა. პროკურორმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით 15 ათასი ლარის ოდენობის გირაოს ითხოვდა.

მოსამართლეს სიტყვით მიმართა თავად ბრალდებულმაც. ოთარ აბესაძე ამბობს, რომ მზად არის გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის, რათა საქმე გავიდეს “ფინიშში”.

 

“მინდა ოჯახს მეგობრებს და საზოგადოებას სინანულით მოვუხადო ბოდიში. არ წარმოვადგენ მე იმ საშიშროებას, საფრთხეს, რომ საქმის მსვლელობას შევუშალო ხელი. მქონდა პროგრესული თანამდებობები, ვკითხულობ ლექციებს, არავინ მომცემს იმის უფლებას, რომ მივიმალო. არ წარმოვადგენ იმ ადამიანს, ვინც შეიძლება ზიანი მიაყენოს ამ საქმეს. სინანულით ვსაუბრობ და მზად ვარ ვითანამშრომლო. დუმილის უფლებასაც ვინარჩუნებ იქამდე, სანამ საქმის განხილვა დაიწყება. აუცილებლად ჩავერთვები საქმეში. არ ვარ ცუდი ადამიანი,” განაცხადა აბესაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

“რაც არასდროს არ მითქვამს…”

ინტერპელაციის წესით პარლამენტში მიწვეულმა პრემიერმა ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის მიუხედავად, საქართველოს ...