Home » მთავარი » სირიამ თურქეთი სომეხთა გენოციდში დაადანაშაულა

სირიამ თურქეთი სომეხთა გენოციდში დაადანაშაულა

სირიის პარლამენტმა მეორე მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის სახელმწიფოს მიერ  სომხების მასიური  მკვლელობა გენოციდად  აღიარა. აღნიშნული რეზოლუცია დამასკოს და ანკარას შორის უკიდურესად გართულებული ურთიერთობების ფონზე პირველივე მოსმენით მიიღეს. რეზოლუციაში აღნიშნულია რომ „სომხები, ასირიელები და სხვა ეთნოსები, რომლებიც სირიელი ერის ნაწილია,  ეთნიკური წმენდის, მიზანმიმართული ხოცვა-ჟლეტის და გენოციდის მსხვერპლნი გახდნენ“.

სირიის პარლამენტის სპიკერის განცხადებით, თურქეთის მიმდინარე აგრესია რასისტულ ოსმალურ იდეოლოგიას ეფუძნება, სომხების გენოციდი კი ერდოღანის წინაპრებმა ჩაიდინეს.

თურქეთი სირიას თვალთმაქცს უწოდებს და აცხადებს, რომ  წლების განმავლობაში თვითონ აწყობს სასაკლაოს, საკუთარი სახლებიდან მილიონობით ადამიანი განდევნა და ქიმიური იარაღი გამოიყენა. ოფიციალურმა ანკარამ სირიაში დამატებით კიდევ სამხედრო ტექნიკა და მებრძოლები გაგზავნა. ის მეზობელ ქვეყანას საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

Facebook Comments
x

Check Also

რეკომენდაციები – როგორ დავიცვათ კორონავირუსისგან

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა და ...