Home » კრიმინალი » სისხლიანი გარჩევა ძიუდოს სამყაროში – დაჭრილია ვეტერანი ძიუდოისტი

სისხლიანი გარჩევა ძიუდოს სამყაროში – დაჭრილია ვეტერანი ძიუდოისტი

ძიუდოისტებს შორის დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. 31 მაისს, გვიან ღამით, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მომთხოვნ სპორტსმენებს ცეცხლი გაუხსნეს ფედერაციის თანამშრომლებმა. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი და სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს. მათ შორის ლომერ ჟორჟოლიანი, რომელიც წლების განმავლობაში ფედერაციაში მაღალ თანამდებობას იკავებდა, ამჟამად კი საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი და დავით ქევხიშვილის მხარდამჭერია.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ ლომერ ჟორჟოლიანმა დაჭრა ქალაქის ცენტრალურ უბანში ვეტერანი ძიუდოისტი და ამ ფაქტს ათეულობით თვითმხილველი ჰყავდა. მათ შორის, პატრულის თანამშრომლებიც.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, კონფლიქტის დროს, ადგილზე იმყოფებოდა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილიც და მან სასწრაფოდ დატოვა ტერიტორია.

27 მაისს ძიუდოისტების ნაწილმა პარლამენტის წინ კიდევ ერთხელ მოითხოვა ქევხიშვილის გადადგომა.

სპორტსმენების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატიდან ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დაბრუნდნენ.

თელ-ავივიდან ნაკრების დაბრუნების შემდეგ კი დავით ქევხიშვილმა სამწვრთნელო შტაბი დაითხოვა.

 

Facebook Comments
x

Check Also

საგარეო უწყება ქართველ მოქალაქეებს შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოიყვანს

საქართველოს საგარეო უწყება უცხოეთიდან ქართველი მოქალაქეების ჩამოყვანას აგრძელებს. დღეს შესრულდება ათენი-თბილისის რეისი შესრულდება. მგზავრებს შორის ...