Home » ემიგრანტები » სიყვარულის მესიჯები საქართველოს ქართველი ემიგრანტებისგან!

სიყვარულის მესიჯები საქართველოს ქართველი ემიგრანტებისგან!

ქართველ და შვედ ქალთა ორგანიზაცია “დეიზი”

მიმდინარე წლის 24 ივნისს ქართველ და შვედ ქალთა ორგანიზაცია დეიზის ორგანიზებით გაიმართა მორიგი ღონისძიება, რომელიც ეხებოდა დღესდღეობით მეტად აქტუალურ თემას – ქართველი ემიგრანტი ქალების ცხოვრებას სტოკჰოლმში. ნაჩვენები იქნა ქართული დოკუმენტური ფილმი “დაკარგული ქართველი ქალი.”
რომლის შექმნაზეც ისაუბრა ფილმის ერთერთმა თანაავტორმა ფილოლოგიის დოქტორმა ქალბატონმა
მარიამ მარჯანიშვილმა.

ღონისძიებაზე სპეციალური მოწვევით იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი ბატონი გიორგი კეკელიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიაპორასთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი ბატონი რატი ბრეგაძე,ამავე დეპარტამენტის მრჩეველი ქალბატონი ალიონა ჩხოტუა.


საქართველოს ქალთა საბჭოს ორგანიზატორობით გაიმართა პირდაპირი ჩართვა თბილისიდან. სადაც სიტყვით გამოვიდნენ ქალთა საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი ქალბატონი ქეთევან გაბრუაშვილი, ქალთა საბჭოს თავჯდომარე აკადემიკოსი ქალბატონი მზექალა შანიძე,

ასევე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა ემიგრაციის მუზეუმის ხელმძღვანელმა ქალბატონმა რუსუდან კობახიძემ. 

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბატონმა მალხაზ კაკაბაძემ,  რომელმაც ამავდროულად საპატიო სიგელებით დააჯილდოვა ანსამბლ “ფესვების” ნორჩი
წევრები: გიორგი ნათობიშვილი, დები მარიამ და ნინო გუგენიშვილები, ლიზი გოგოლაძე, ანასტასია სკანდარიშვილი, დები ლიზი და ბარბარე ბიგანაშვილები და მათი უნიჭიერესი პედაგოგი ანი ჭინჭარაული.


ბატონმა რატი ბრეგაძემთავის გამოსვლაში საღამოს და ფილმს სასწაული უწოდა და მუდმივი თანადგომა აღგვითქვა.


უღრმესი მადლობა თითოეულ იმ ადამიანს ვინც გვერდით დაგვიდგა და შეგვაძლებინა ღირსეულად ჩაგვეტარებინა ეს ღონისძიება. ახალგაზრდა, უნიჭიერეს პოეტს თემო არაბულს და მის უმშვენიერს მეუღლეს ასევე უნიჭიერეს მუსიკოსსა და მომღერალს თათა ზანდუკელს.

ჩემს უერთგულეს წევრებს, ჩემს გოგონებს ხათუნა კაკურიას, ხათუნა მანაგაძეს, გალინა მამიევას, მანონი მელაძეს, დალი წიკლაურს,სალომე მშვენიერაძეს, თამთა კობერიძეს, დებს თეონასა და სალომე სვანიძეებს. 
ქართველ ბიჭებს თენგო ნოზაძეს, ანრი ყაზარაშვილს, ლაშა ვარამაშვილს.

ღონისძიების შემდეგ ორგანიზაციამ და მისმა ხელმძღვანელმა ქეთევან ბაღათურიამ უამრავი მადლობა მიიღეს.

ქეთევან ბაღათურია

ალიონა ჩხოტუა ( საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობების დეპარტამენტის  თანამემამულეებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი) – დიდი მადლობა სტოკჰოლმში ქართველ და შვედ ქალთა ორგანიზაცია „დეიზის“ ხელმძღვანელს, ქალბატონ ქეთევან ბაღათურიას ასეთი კარგი, ლამაზი და საჭირო ღონისძიების ორგანიზებისთვის. წარმატებები!

რატი ბრეგაძე ( საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი) – დღეს სტოქჰოლმში ვიხილეთ უნიკალური ფილმი ემიგრანტ მარიამ კერესელიძეზე, ჩატარდა გიორგი კეკელიძის ლეაცია, პატარა თანამემამულეებმა შეასრულეს ქართული სიმღერები, განხორციელდა ტელეხიდი მიგრაციის მუზეუმიდან და გამოვიდა საოცარი ქართული კულტურული დღე შვედეთში. ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ზრუნავენ საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებში ქართული ენის შენარჩუნებაზე არიან სამაგალითო და საამაყო ქართველები და მათ ჩვენგან ძალიან დიდი მადლობა და მხარდაჭერა ეკუთვნით.

წარმატებები ჩვენს ემიგრანტებს და საპასუხო სიყვარული საქართველოსგან.

Facebook Comments
x

Check Also

პარლამენტთან კარვები გაიშალა

პარლამენტთან კარვები გაიშალა, ამ დროისთვის გაშლილია 5 კარავი. ადგილზე მიტანილია ბარიერებიც. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ...