Home » კულტურა » სიცილის დედოფალი იუბილარია-ვულოცავთ ზეციურ საქართველოში (ვიდეო)

სიცილის დედოფალი იუბილარია-ვულოცავთ ზეციურ საქართველოში (ვიდეო)

სიცილის დედოფალი მზია კვირიკაშვილი. მის სახელს და გვარს არანაირი ეპითეტის დამატება არ უნდა-ყველა იცნობდა, ყველას უყვარდა და ისიც სიყვარულს გასცემდა.

მზია კვირიკაშვილის ხსენება და საკონცერტო დარბაზი ტაშით ინგრეოდა…ის წავიდა და დატოვა სახელი, რომელიც მუდამ ემახსოვრება საზოგადოებას.

მზია კვირიკაშვილს

ჩვენთვის იცხოვრა… მიჰყვა დინებას,
თავზე მზის სხივთა ედგა კრებული,
ისეთს იტყოდა – გაგაცინებდა,
რჩებოდი დიდხანს გაღიმებული.
თუმცა უდროოდ წავიდა ჩვენგან,
სამარადჟამოდ ერში იცოცხლებს,
მას დედოფალი სიცილის ერქვა,
უხანგრძლივებდა ყველას სიცოცხლეს.

ოთარ რურუა

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით ...